კორეელმა მეცნიერებმა "სუპერ მეტალი" შექმნეს, რომელიც რეკორდულად მაღალ ტემპერატურას უძლებს

ფოტო: SciTechDaily.com
POSTECH-ის მკვლევრებმა (Pohang University of Science and Technology), რომლებსაც პროფესორი ჰიონგ სოპ კიმი ხელმძღვანელობდა, ინოვაციური შენადნობი შეიმუშავეს, რომელიც სიმტკიცესა და ელასტიკურობას -196°C-დან 600°C-ის პირობებში ინარჩუნებს.
კვლევის შედეგები ახალ პერსპექტივებს აჩენს როგორც საავტომობილო ინდუსტრიისთვის, ისე კოსმოსური მისიებისთვის. კვლევა ჟურნალში Materials Research Letters გამოქვეყნდა.
ყველაზე ხშირად გამოყენებული ლითონები ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ. მაგალითად, რკინის კარის სახელური ზამთარში იყინება, ხოლო ზაფხულში შეიძლება სიცხის გამო დაზიანდეს. როგორც წესი, ჩვეულებრივი ლითონის მასალები მხოლოდ შეზღუდული ტემპერატურის დიაპაზონში ძლებს. თავისთავად ეს პრობლემაა და სწორედ ამის გამოსწორება სურდათ სამხრეთ კორეელ მკვლევრებს.
ახალი კონცეფცია
ამ გამოწვევის დასაძლევად POSTECH-ის მკვლევრებმა "ჰიპერადაპტორის" კონცეფცია შემოიტანეს და შეიმუშავა ნიკელზე დაფუძნებული მაღალი ენტროპიის შენადნობი (HEA).
ახლად შემუშავებული მასალა არ ზიანდება როგორც ყინვაში (-196°C), ისე ძალიან მაღალი ტემპერატურისას (600°C). ეს გამორჩეული გამძლეობა უკავშირდება ნანომასშტაბის L1₂ პრეციპიტატების არსებობას, რომლებიც თანაბრად არის განაწილებული შენადნობის სტრუქტურაში. ეს მცირე ნაწილაკები მოქმედებს როგორც გამამაგრებლები, რომლებიც ხელს უშლის დეფორმაციას, ხოლო შენადნობის შიდა სტრუქტურა უზრუნველყოფს სიცხის განტვირთვას თანმიმდევრული სრიალის მეშვეობით, ტემპერატურის მიუხედავად.
ფართო სპექტრის სამრეწველო საშუალებები
ეს მნიშვნელოვანია ისეთი ტექნოლოგიებისთვის, რომლებიც ტემპერატურის ექსტრემალური ცვლილებების გასაძლებადაა შექმნილი. ასეთებია რაკეტები, რეაქტიული ძრავები, ავტომობილის გამონაბოლქვი სისტემები, ელექტროსადგურების ტურბინები, მილსადენები და სხვა. მსგავსი მეტალი გაზრდის როგორც ეფექტიანობას, ისე უსაფრთხოებას.
"ჩვენი მიღწევა არღვევს არსებული შენადნობების შეზღუდვებს და აყალიბებს ტემპერატურისადმი მგრძნობიარე მასალების ახალ კლასს. ეს შემდეგი თაობის მასალების შექმნისთვის კეთდება", — თქვა პროფესორმა კიმმა.
კომენტარები