ოპოზიციური პარტიების ნაწილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
24 აპრილს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდნენ.
შეხვედრას დაესწრნენ — ლელო-ძლიერი საქართველოსა და კოალიცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები.
კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლებმა ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარი თქვეს.
რაც შეეხება პარტია გახარია საქართველოსთვის, გავრცელებული ინფორმაციით ისინი ეუთოს გენერალურ მდივანს დღეს უკვე შეხვდნენ.
ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვედრაზე ოპოზიციურმა პარტიებმა ისაუბრეს, თუ როგორ არ ითვალისწინებს ქართული ოცნება ეუთო/ოდირის არც ერთი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა.
"ეუთო, პირველ რიგში, არის უსაფრთხოების შესახებ კონცენტრირებული ორგანიზაცია და ოკუპაცია არის საქართველოს უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ამაზე იყო საუბარი. იყო საუბარი ასევე იმაზე, რომ საქართველოში დღეს გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა. საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებიც უკანონოდ არიან დღეს საპატიმროში. საუბარი იყო იმაზე რომ ეუთო/ოდირის არც ერთი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით რომელიც იქნა ოფიციალურად გამოქვეყნებული და გაგზავნილი დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლებისადმი, არც ერთი მათგანი არ იქნა გათვალისწინებული და უფრო მეტიც, მიღებულ იქნა კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის დასკვნებს," — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას თქმით, ეუთოს გენერალურ მდივანს გაუზიარეს მათი მოსაზრება, რომ ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი სამთავრობო პროპაგანდას შესაძლებლობას აძლევს, ეს მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით გამოიყენონ.
"ეს წუხილი, რა თქმა უნდა, ბატონ გენერალურ მდივანსაც ძალიან ღიად გავუზიარეთ, იმიტომ, რომ ამაში დასამალი არაფერი არ არის. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ საერთო დემოკრატიული ძალების მოთხოვნა და ქართველ ხალხის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომლის ირგვლივაც კონსოლიდირებულია დღეს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის ახალი საპარლამენტო დემოკრატიული თავისუფალი არჩევნები," — თქვა ბოკუჩავამ.
პარია გახარია საქართველოსთვის წევრმა, ანა ბუჩუკურმა ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტი რეგიონულია და ის, მათ შორის, ეხება უსაფრთხოების კონტექსტს:
"გიორგი გახარიას მხრიდან, პირველ რიგში, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე, მათ შორის ქალბატონი მზია ამაღლობელის მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო არჩევნების საკითხსაც," — თქვა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, ეუთოს გენერალური მდივანი ოპოზიციურ პარტიებამდე ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეხვდა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები