გლობალურ დათბობასა და ყინულის დნობასთან ერთად, არქტიკა შეიძლება გახდეს ახალი "ნაყოფიერი ნიადაგი" ვირუსებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ კლიმატის ცვლილებამ უკვე გაზარდა ებოლას, გრიპისა და კორონავირუსის ხელახალი აფეთქების რისკები.

ასევე იხილეთ: ვირუსის ახალი აფეთქება — ებოლა დაბრუნდა და არსებული ვაქცინები მასზე არ მუშაობს

ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა დაათვალიერეს ნიადაგი და ნალექი ჰაზენის ტბისა, რომელიც მოცულობით ყველაზე დიდი ტბაა არქტიკული წრის ჩრდილოეთით. ნიადაგში ნაპოვნი დნმ-ისა და რნმ-ის სეგმენტების თანმიმდევრობით, მეცნიერები ცდილობდნენ გარემოში არსებული ვირუსების იდენტიფიცირებას.

კომპიუტერული ალგორითმის გამოყენებით, ვირუსების კონტექსტუალიზაციისთვის ცხოველთა, მცენარეთა და სოკოების მასპინძლებთან, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ მხარეში, გუნდმა შეძლო, გაერკვია ვირუსული გადაცემის რისკი, ანუ ვირუსის უნარი, გადავიდეს ახალ მასპინძელ სახეობებში და განაგრძოს გავრცელება. სწორედ ასე მოხდა კოვიდ-19-ის შემთხვევაში, რომელიც ცხოველებიდან ადამიანებზე გავრცელდა.

წინა კვლევების შესაბამისად, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია დეგრადირებულ ლანდშაფტებს პათოგენების, პარაზიტებისა და მასპინძლების ახალი გზებით შერწყმა, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მყინვარების ჩამონადენის გაზრდა ვირუსების ევკარიოტულ მასპინძლებში გადასვლის მეტ შანსს წარმოშობს.

"კლიმატის ცვლილებასთან ერთად, არქტიკის მიკრობიოსფეროს მეტაბოლური აქტივობაც იცვლება, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ეკოსისტემის მრავალ პროცესზე, როგორიცაა ახალი პათოგენების გაჩენა", — წერენ მკვლევრები.

მაღალი არქტიკა, ანუ ყველაზე ჩრდილოეთი რეგიონები, ერთ-ერთი ყველაზე დაუცველია კლიმატის ცვლილების მიმართ. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ზამთრის ყინულის მესამედი გაქრა. ამავდროულად, მეცნიერები ასევე გვაფრთხილებენ ადამიანის აქტივობით გამოწვეული პანდემიის გაზრდილ რისკებზე. მათი თქმით, ადამიანის აქტივობა, რომელიც ანადგურებს ბუნებრივ ჰაბიტატებს და აიძულებს ცხოველებსა და ადამიანებს, იცხოვრონ უფრო და უფრო ახლოს, ვირუსების გავრცელების რისკებს ზრდის.

ამ უახლეს კვლევას საფუძვლად უდევს გადაუდებელი აუცილებლობა, რომ გავიგოთ კორელაცია ჰაბიტატის ცვლილებასა და დაავადების ახალ წყაროებთან სიახლოვეს შორის. კვლევის დასკვნის თანახმად, გლობალური დათბობის გამო, სავარაუდოდ, სახეობები უფრო ჩრდილოეთით წავლენ, რათა შეინარჩუნონ გარემო იმავე ტიპის ტემპერატურაზე — ეს კი ვირუსების ახალი სახეობებზე გავრცელების პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.