რას ამბობენ ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები
ბრალდებულებთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა — 1 მოზარდი გარდაიცვალა, 2 დაშავდა.
- ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 9 პირი დააკავეს: ექსპერტები, ელექტროშემდუღებლები, გრინსერვისის დირექტორი და მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე.
- დაკავებულებს ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ შორის, სამსახურებრივ გულგრილობაზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ყალბი დოკუმენტების დამზადებაში წაქეზებაზე, დამზადებასა და გამოყენებაზე.
დეტალები: გრინსერვისის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძისა და კიდევ 2 დაკავებულის ადვოკატი, მამუკა ბლიაძე ამბობს, რომ ბრალდება არის აბსურდი და საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
- ექსპერტების ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და მათ გააკეთეს მხოლოდ და მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობა პროექტთან და არ გაუციათ დასკვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
- "მათ უსაფრთხოების ლიცენზია არ აქვთ, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ვერანაირ ექსპერტიზას ვერ გასცემდნენ", — განაცხადა ადვოკატმა, ამირან გიუაშვილმა.
- შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებს შორის არიან გრინსერვისის დირექტორი და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.
შადრევნის რეაბილიტაცია: ვაკის პარკის შადრევანი და კასკადი მერიამ უბედური შემთხვევის წინა დღეს, 12 ოქტომბერს ოფიციალურად გახსნა — სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია გრინსერვისი+ ასრულებდა.
- დოკუმენტაციაში წერია, რომ გრინსერვისი+-მა ჩააბარა, ხოლო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მიიღო მშენექსპერტის ინსპექტირების ანგარიშით დადასტურებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
- თავის მხრივ, მშენექსპერტი ინსპექტირების შუალედურ ანგარიშში წერს, რომ სამუშაოები შესრულებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, თუმცა არ საუბრობს უსაფრთხოების საკითხზე.
- მერიის წარმომადგენელი და გრინსერვისის დირექტორიც ამტკიცებდნენ, რომ შადრევნის უსაფრთხოება შემოწმებული იყო.
გამოძიების ვერსია: შსს-ს განცხადებით, "შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად", მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მოადგილემ, შპს გრინსერვისი+-ის მენეჯერს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი თეთრი ფერის კონსტრუქციით.
- მათივე თქმით, ამ პირმა აცნობა ლაშა ფურცხვანიძეს, რომელმაც დაავალა მას, ამ სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ ქვეკონტრაქტორი ფირმის, ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენლისთვის, რომელმაც, თავის მხრივ, საქმე კერძო ელექტროშემდუღებლებს დაავალა.
- ხოლო შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა და კონტროლი გრინსერვისის სამუშაოთმწარმოებელს ევალებოდა.
დარღვევები: უწყებაში ამბობენ, რომ 2022 წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ:
- "წყლის მილებზე უჟანგავი კონსტრუქციის მორგების მიზნით მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია".
- მათივე თქმით, ლაშა ფურცხვანიძემ შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ მიიღო ინსპექტირების გარეშე.
- უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ ქვეკონტრაქტორის ფირმის წარმომადგენელმაც არ გადაამოწმა დაქირავებული ელექტროშემდუღებლების მიერ შესრულებული სამუშაო.
- ხოლო გრინსერვისის საქმეთამწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი ამ საქმიანობას.
ინსპექტირების ანგარიში: უწყებაში განმარტავენ, რომ გრინსერვის+-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს მშენექსპერტთან.
- მათი თქმით, მშენექსპერტის დირექტორმა და ინსპექტორმა მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს გრინსერვის+-ის თანამშრომელს, მაგრამ დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და გრინსერვის+-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს.
- მათივე თქმით, კომპანიის თანამშრომელმა, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია მშენექსპერტის დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.
- "2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი — ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს", — აცხადებს უწყება.
- აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს ყალბი დასკვნა ლაშა ფურცხვანიძემ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, "რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი".
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები