14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის ფაქტზე 45 წლის კაცი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.
2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის კაცი დანაშაულში ამხილა.
ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც კაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.
დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით პედოფილიაში მხილებული პირების ელექტრონული რეესტრი შეიქმნება და ასეთი პირების მიმართ სასჯელის მოხდის და საპატიმროს დატოვების შემდეგ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის — 199 მეშვეობით.
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
კომენტარები