ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ვგმობთ ახალ კანონებს — PACE-მა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ფოტო: Council of Europe
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. ასამბლეამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღადგინოს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები,
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ რეზოლუციას ასე ჰქვია — "საქართველოში არსებული ვითარება და რეზოლუცია 2585 (2025)-ის შემდგომი ქმედებები "საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი უფლებამოსილების გასაჩივრება, არსებითი საფუძვლით".
ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია.
"ასამბლეის აზრით, მის მუშაობასა და მონიტორინგის პროცედურებში დელეგაციის მონაწილეობა, რომლის რწმუნებათა სიგელები რატიფიცირებულია, არის არა არჩევანი, არამედ ვალდებულება", — წერია რეზოლუციაში.
მათი თქმით, რეზოლუციის სასწრაფო გასატარებელი რეკომენდაციები დღემდე არ არის გათვალისწინებული და ქვეყანაში არსებული ვითარება კვლავ გაუარესდა.
ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ გამოსწორდეს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული ხარვეზები და ნაკლოვანებები და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
ასამბლეა შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც ამცირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნისთვის საჭირო უმრავლესობას და აუქმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონსულტაციის სამართლებრივ მოთხოვნას დანიშვნის პროცესში, რითაც კიდევ უფრო ძირს უთხრის საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას;
ასამბლეამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღადგინოს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის.
ასამბლეა შეშფოთებულია, რომ დაპატიმრებები და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ შურისძიების მიზნით შეუჩერებლად გრძელდება.
ამ კონტექსტში, PACE შეშფოთებულია რამდენიმე ქართული სოლიდარობის ფონდის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებით და მათი აქტივების გაყინვით, რომლებიც ფარავდა იურიდიული დახმარების, ჯარიმების და დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული ან გათავისუფლებული პირების შემოსავლის დაკარგვის ხარჯებს. ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაკავებული მომიტინგე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და რეკომენდაციას უწევს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (CPT) ეწვიოს მათი დაკავების ადგილებს.
ასამბლეა გმობს ოპოზიციის ლიდერის, ელენე ხოშტარიას, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გააშიშვლეს დროებითი დაკავების ცენტრში, დემონსტრაციაზე დაკავების შემდეგ.
ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონში ცოტა ხნის წინ მიღებული ცვლილებების გამო, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს ცვლილებები და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს სრულიად ახალი კანონი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სტანდარტებს.
ასამბლეის რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოში მედიაგარემო კვლავ გაუარესდა და 2024 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 77-ე ადგილიდან 103-ე ადგილზე დაეცა, ხოლო ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიშში ხაზგასმულია მედიის თავისუფლების სწრაფი გაუარესება მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე. ამ კონტექსტში, ასამბლეა შეშფოთებულია მედიის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც კრძალავს მედია საშუალებებს, მათ შორის ონლაინ მედიას, პირდაპირი ან ირიბი უცხოური დაფინანსების მიღებას და მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის კონტენტის რეგულირების უფლებამოსილებებს, რომლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ფართოდ არის კითხვის ნიშნის ქვეშ.
რეზოლუცია ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონი, რომელიც "არ შეეფერება ევროპულ ადამიანის უფლებათა კანონს". ამასთანავე, ასამბლეა ეწინააღმდეგება FARA-ს კანონპროექტს და ოცნებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ ასამბლეის წინა რეზოლუციაში, რომელიც 29 იანვრით თარიღდება, ევროპარლამენტარები ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, დაენიშნათ ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინათ.
ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება – რა წერია PACE-ის რეზოლუციაში?
რეზოლუციის მიღებიდან მალევე, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოცნების გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
რა არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელთან მუშაობაც "ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა
- ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას დღეს უყრიან კენჭს — რა წერია დოკუმენტში?
- სალომე სამადაშვილი: არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ [PACE-ში] ვერ მიიღო აკრედიტაცია, მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესებს დავიცავთ ჩვენ
- PACE საქართველოს საკითხზე დებატებს 10 აპრილს გამართავს
- ირაკლი კობახიძე: ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი მხრიდანაა შეჩერებული
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები