დღევანდელი ურბანული ცხოვრების პირობებში, საკუთარი სივრცეების ყოველი დამატებითი კვადრატული მეტრი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამ დროს კი არსებობს აივნები — რომლებიც ძალიან ხშირად დავიწყებულია, ან გამოიყენება ძველი ნივთების შესანახ “ღია განჯინად“.

დიზაინისა და არქიტექტურის თანამედროვე მიმართულებებში, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ჭარბობს აივნების შემინვის ტენდენცია, როგორც ესთეტიკისა და ფუნქციურობის შერწყმის ეფექტური საშუალება.

შემინული აივანი არა მხოლოდ ლამაზია, არამედ, გამოიყენება დამატებითი მყუდრო ადგილის შესაქმნელად ბინაში — დილის ყავის ადგილის, სამუშაო, თუ საკითხავი კუთხეებისა და სხვ. გარდა ამისა, სწორად შესრულებული შემინვა სივრცეებს იცავს მტვრის, ქარის, ხმაურისა და ნალექისგან, ასევე ხელს უწყობს ბინაში სითბოს შენარჩუნებას.

ფოტო: Pinterest

ექსპერტების აზრით, შემინვის სამუშაოების პოპულარიზაციას ხელს უწყობს თანამედროვე ცხოვრების ხარისხი და უფრო მძლავრი მოთხოვნა გამჭვირვალე, მინის სტრუქტურებზე. მინის აივნებს აქვს არაერთი უპირატესობა:

  • ნათელი და ხალისის მომგვრელი დიზაინი, რაც სივრცეს ვიზუალურად აფართოებს;
  • უკეთესი ხედები აივნიდან, რადგან მინის პანელები ხელის შემშლელია დაბრკოლებებისა და ვიზუალური გადახრისთვის;
  • არ ჟანგდება და არასოდეს საჭიროებს შეღებვას — მინა ძალიან გრძელვადიანი და გამძლეა, რაც მომხმარებელს დამატებით სერვისებსა და ხარჯებს აარიდებს;
  • მარტივი საწმენდია — მინის დასუფთავება ადვილია და უფრო ჰიგიენურია, ვიდრე სხვა მასალები.

მაშ ასე, თუკი, ფიქრობთ უფრო კომფორტულად და ეფექტურად გამოიყენოთ საკუთარი სივრცეები, აუცილებლად განიხილეთ აივნის შემინვის შესაძლებლობა, რადგან ხარისხიანად შემინული აივანი, არა მხოლოდ იცავს ბინას ავდრისა და ჭუჭყისგან, არამედ, ზრდის მის საბაზრო ღირებულებას.


გასათვალისწინებელი ტრენდები


1. მინიმალიზმი და სინათლე


მარტივი ფორმები, გამჭვირვალე მინა იატაკიდან ჭერამდე, თხელი ალუმინის პროფილები — ეს ყველაფერი აივანს ვიზუალურ სიმსუბუქესა და თანამედროვე სტილს ანიჭებს. მოცემული მიდგომა მათთვისაა, ვისაც აივნის შემინვის სკანდინავიური და იაპონური სტილი მოსწონს.


2. პანორამული მინა


ეს იდეალური გადაწყვეტაა მათთვის, ვისაც სურს აივნის მაქსიმალურად ინტეგრირება ინტერიერთან. სინათლე ავსებს ოთახს, ვიზუალურად აფართოებს სივრცეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმ ბინებში, საიდანაც იშლება ქალაქის ან ბუნების ულამაზესი ხედები.


3. თბილი შემინვა იზოლაციით


თუ გეგმავთ აივნის სრულფასოვან ოთახად გამოყენებას, ყურადღება მიაქციეთ თბილ შემინვას ორმაგი მინის ფანჯრებისა და თბოიზოლაციის მასალების გამოყენებით. ის ინარჩუნებს კომფორტულ ტემპერატურას მთელი წლის განმავლობაში.


4. ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი მასალები


სულ უფრო ხშირად გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა, გამძლე და ესთეტიკური მასალები — ხე, ბამბუკი, კორკი (საცობის მასალა). ისინი ნებისმიერ სივრცეს მატებს სიმყუდროვესა და ელეგანტურობას.


5. მრავალფუნქციურობა


სტანდარტული ავეჯის ნაცვლად, მოიხმარეთ დასაკეცი სისტემები, ჩაშენებული კარადები, მრავალდონიანი განათება და, თუნდაც მინი ბაღი ვერტიკალური გამწვანებით.

ფოტო: Pinterest

აივნების შემინვისთვის იყენებენ სხვადასხვა მასალას, გამომდინარე მიზნებიდან.

  • თუ კი თქვენ მსუბუქი და თანამედროვე, ცივი შემინვა გნებავთ, ამისთვის საუკეთესოა ალუმინის კონსტრუქციების გამოყენება.
  • თბილი შემინვისთვის, ხმის კარგი იზოლაციის უზრუნველსაყოფად, იდეალურია პლასტმასის PVC პროფილების გამოყენება.
  • თითქმის უხილავი კონსტრუქცია — შემინვა ჩარჩოს გარეშე კი, ქმნის მაქსიმალურ ესთეტიკას და არაჩვეულებრივია პანორამული ხედებისთვის.

ცხადია, რომ შემინული აივანი უნდა იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ, საიმედო. ამიტომ მნიშვნელოვანია, დაუკავშირდეთ გამოცდილ ხელოსნებს, წინასწარ გაიაროთ პროექტის დეტალები და გამოიყენოთ მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული მასალები.

ასე რომ, დავიწყებული აივანი შეიძლება, თქვენი ბინის ინტერიერის ნამდვილი მარგალიტი გახდეს. ცოტა ფანტაზია, ყურადღება დეტალებზე — და თქვენ შექმნით სივრცეს, რომელიც სიხარულს მოგიტანთ ყოველდღე.


შეარჩიეთ გამოცდილი სპეციალისტი და დაიწყეთ აივნის გარდაქმნა დღესვე!