შალვა პაპუაშვილი: გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სქესში და ასაკში
"გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები — სხვადასხვა ტანისამოსში, სხვადასხვა სქესში და ასაკში. ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს", — ამის შესახებ ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან მიმდინარე აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომლებიც რუსთაველზე იყვნენ ფეხქვეშ გათელეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა".
"რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს სამარცხვინო აქტი იყო. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომლებიც რუსთაველზე იყვნენ ფეხქვეშ გათელეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა, ის იდეები რისთვისაც 9 აპრილს შეკრებილი ადამიანები საბჭოთა ჯარს წინ დაუდგნენ, ამ ადამიანებმა ფეხქვეშ გათელეს იდეა, რისთვისაც ეროვნული მოძრაობა იბრძოდა.
გუშინ რაც რუსთაველზე ხდებოდა კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო ორგანიზებული — "საერთაშორისო გამჭვირვალობა", "საფარი", "სირცხვილია", რომლებსაც იქ ვხედავდით. ორგანიზაციები წინა დღეებში აორგანიზებდნენ ღონისძიებას, რომ ხელი შეეშალათ მათთვის მიუღებელი პირების მისვლისთვის რუსთაველზე, ამით მათ საზოგადოებას შორის დაპირისპირების პროვოცირება უნდათ და მას შემდეგ, რაც მათ საწადელს მიაღწიეს, თავად დაიწყეს ძალადობა. პრობლემა დონორებშია, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა", რომელიც არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, მას შვედეთის სახელმწიფო აფინანსებს და გუშინ იქ სინამდვილეში შვედეთის წარმომადგენლობა ყვიროდა და არა რომელიმე ქართველი NGO-ს თანამშრომელი. გუშინ იქ საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეებს თავს ესხმოდა, ძალადობდა და უყვიროდა კონკრეტული უცხო ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენელი, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც შემდეგ თავად მივიდნენ მემორიალთან. კითხვა მიემართება შვედეთის ელჩს, ეს არის ის, რასაც ისინი აფინანსებენ, რომ დააპირისპირონ ქართველი ხალხი? შვედეთის საელჩოა პასუხისმგებელი, სამწუხაროა, რომ დღესდღეობით სიძულვილი, ზიზღი, ძალადობა, ტყუილი დეზინფორმაცია და პროპაგანდა ევროპულ დაფინანსებასთანაა ასოცირებული. გუშინდელი ამაზრზენი აქტის შემდეგ, როდესაც ემოციურად დაზიანებული ადამიანების ისტერია ვნახეთ, სრული პასუხისმგებლობა ამ ამაზრზენ აქტზე კონკრეტული საელჩოებისა და დონორებს ეკისრებათ. ქართულ სამოსში გადაცმული როდიონოვები ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე", — განაცხადა პაპუაშვილმა.
- რატომ დაიწერა 9 აპრილთან დაკავშირებულ განცხადებაში "უცხოური ძალა? — პაპუაშვილის პასუხი
- ღამის თევა, პარაკლისი ზარების გარეშე, "უცხო ძალა", პროვოკატორები — 36-ე 9 აპრილის ქრონიკა
- სინდისის პატიმრების მშობლებმა და მოქალაქეებმა ღამე 9 აპრილის მემორიალთან გათენეს — პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული
- "მათი იქ ყოფნა და ის აგრესია, რასაც ისინი აფრქვევენ არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან" — ნინო წილოსანი აქციის მონაწილეებზე
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები