მეიფერის ჯადოქრები — AMC-ზე საშინელებათა ჟანრის ახალი სერიალი იწყება (ტრეილერი)
ოქტომბერი ის თვეა, როცა ავბედითი და პირქუში სიუჟეტის მქონე ფილმები თუ სერიალები ყველაზე სასიამოვნო საყურებელია. ვამპირები, მაქციები, ჯადოქრები — ჰელოუინამდე ეს არსებები ნამდვილი პოპვარსკვლავები ხდებიან.
გამონაკლისი არც წლევანდელი ოქტომბერია — სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ვამპირების აკადემიის სერიალი, 29 წლის შემდეგ მეორე ფილმით გაგრძელდა ჰოკუს ფოკუსი და ახლახან ვიხილეთ ინტერვიუ ვამპირთან. ამასობაში კი, AMC კიდევ ერთ სიურპრიზს გვიმზადებს. მაყურებელი მალე ახალ სერიალს, მეიფერის ჯადოქრებს, იხილავს. მისი პირველი ტრეილერი რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია.
როგორც ტრეილერში იხილეთ, სერიალში მთავარ როლს ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი, ალექსანდრა დადარიო, ასრულებს. მეიფერის ჯადოქრების შემაძრწუნებელი ატმოსფერო კი ორწუთიან ვიდეოშიც იგრძნობა.
სერიალი ენ რაისის წიგნების სერიას ეფუძნება. ის სანფრანცისკოელ ნეიროქირურგ როუენ მეიფერზე მოგვითხრობს, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ ახალ ორლეანსში ოჯახის მშობლიურ სახლს უბრუნდება. როუენი სწორედ იქ იგებს, რომ იგი ძლევამოსილი ჯადოქრების შთამომავალია, მისი სახლი კი — მკვლელობებითა და გაუჩინარებებით განთქმული ადგილი.
ტრეილერმა ზოგს პოპულარული სერიალი, ამერიკული საშინელებათა ამბავიც (American Horror Story) კი მოაგონა. თუკი გავითვალისწინებთ, რომ AMC-ის ჰორორზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს (სხვა თუ არაფერი, მოსიარულე მკვდრები მათი შექმნილია), წინ ნამდვილად საინტერესო სანახაობა გველის.
სხვათა შორის, AMC-ის ნამუშევარია რაისის კიდევ ერთი წიგნების სერიის, ვამპირის ქრონიკების, ეკრანიზაცია (სერიალი), რომელიც მაყურებელმა ოქტომბრის დასაწყისში იხილა.
მეიფერის ჯადოქრების პრემიერა 2023 წლის 5 იანვარს შედგება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები