ღარიბაშვილმა ფეისბუქპოსტი 2012 წელს ქართული ოცნების არჩევნებში გამარჯვებას მიუძღვნა და თქვა, რომ პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია. ტრადიციულად, მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილსაც.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადა.

დეტალები: ღარიბაშვილი პოსტში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პროცესში ივანიშვილის "პიროვნულ როლზე" საუბრობს.

  • ასევე, წერს, რომ პარტიის დამფუძნებელმა სრული უიმედობისა და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი პირობებში, "სახალხო ენერგიის მობილიზება" შეძლო.
  • "შედეგად, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა — მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს წარმატებულ განვითარებას".

გარდა ამისა, პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა განამტკიცა და შეინარჩუნა, ასევე, გააძლიერა უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა.

  • ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ახსენა ბიძინა ივანიშვილი და მას, პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
  • "მჯერა, რომ საქართველოს შემდგომი წინსვლა კვლავაც ხელისუფლებისა და ხალხის იმ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს, რომელსაც ზუსტად ათი წლის წინ ჩავუყარეთ საფუძველი", — წერს ის.