თეონა აქუბარდია

20 Sep. 2022, 13:44

თქვენ იცით, რომ ამ კვირას ჩვენ გვსურდა საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარება. პასუხი, რომ ის ვერ მოვა, გამომდინარე მივლინებიდან არ ნიშნავს იმას, რომ კითხვებზე, რომელიც იყო გაგზავნილი მასთან, ამაზე პასუხი არ უნდა მოსულიყო.

ეს კითხვები, რა თქმა უნდა, ძირითადად შეეხებოდა რუსეთის ოკუპაციას, ბიჭვინთის ანექსიის პროცესს, რომელზეც არცერთი ოფიციალური განცხადება ჩვენ მთავრობის მხრიდან, მათ შორის, არც საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან არ მოგვისმენია, სამწუხაროდ. ეს შეეხებოდა რუსეთის ანექსიის პროცესს, ისევე, როგორც იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ, მათ შორის, სატრანზიტო კორიდორებში რუსეთის სურვილის შესახებ, რომ იყოს ოკუპირებული რეგიონები ჩართული. ეს, რა თქმა უნდა, შეეხებოდა, მათ შორის, საქართველოს საგარეო პოლიტიკას, თუ ამ გართულებულ ვითარებაში, იქნება ეს ჩვენს რეგიონში, ჩვენს მეზობლებს შორის კონფლიქტის ესკალაცია და სამშვიდობო შეთანხმების საკითხი, თუ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ამ ვითარებაში საერთოდ საქართველო სად არის? გასაგებია არგაღიზიანების პოლიტიკა, ამით დაიწყო ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლა, თუმცა არგაღიზიანების პოლიტიკა თუ ნიშნავდა იმას, რომ ჩირგვში უნდა ჩაგვერგო თავი და საერთოდ არ შეგვემჩნია რა ხდებოდა ჩვენს ირგვლივ, როგორც ჩანს, აქამდეც მივედით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ