რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძება TAF ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება
ორწლიანი პაუზის შემდეგ, TAF, რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით ბრუნდება და ექსპოჯორჯიას სივრცეში კიდევ ერთხელ შეკრებს ხელოვანებს, კურატორებს, კრიტიკოსებსა და კოლეცქიონერებს.
22 სექტემბერს 17:00-დან თბილისის საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობა ფართო აუდიტორიისთვის გაიხსნება და ის 4 დღის განმავლობაში დამთვალიერებელს სხვადასხვა საინტერესო სანახაობას ჰპირდება.
გამოფენის სამუშაო საათებია:
- 22 სექტემბერი- 17:00-21:00;
- 23-25 სექტემბერი 12:00-20:00.
#taf-ის პროგრამა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა, ვორქშოპებს, საუბრებს, მასტერკლასებსა და სხვა ტიპის აქტივობებსაც მოიცავს.
ტაფის პარტნიორები არიან: თიბისი კონცეპტი, კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, აჭარა ჯგუფი, კაპაროლი, ვაზისუბნის მამულის ღვინო, სასტუმრო მოქსი, ამერიკის საელჩო საქართველოში.
4 დღის განმავლობაში ექსპოჯორჯიაში თქვენ დაგხვდებათ, 30-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა, 40-მდე დამოუკიდებელი ხელოვანი HIVE-ის სივრცეში,
3-4-5-6 პავილიონებსა და ორანჟერეაში ბევრი ისეთი საინტერესო პროექტი, როგორიც არის:
- ესპანეთის Valid Photo Gallery-სთან თანამშრომლობით, TAF სახელგანთქმული იაპონელი ფოტოგრაფის, მასაო იამამოტოს ფართომასშტაბიან გამოფენას გეგმავს. გამოფენის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ავტორის A Box of Ku, Nakazora, Kawa და ახალი, La Vie სერიებიდან 80 ფოტოს დათვალიერება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ფოტოგრაფი იამამოტო, ცნობილია მცირე ზომის, თუმცა შინაარსობრივად დატვირთული ფოტო-პრინტებით.
- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტთან თანამშრომლობით, TAF წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა გამოფენას. თავისუფალი უნივერსიტეტი დამოუკიდებელი უმაღლესი განათლების ინსტიტუციაა, რომელიც არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაციის, ცოდნის ფონდის მიერაა დაარსებული. ვიზუალური ხელოვნების პროგრამების ბაკალავრები ფართო ცოდნას ფლობენ ხელოვნებასა და დიზაინში, განსაკუთრებით კი ფერწერის, კომუნიკაციებისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. გამოფენის VAADSFREUNI Presents კურატორი სკოლის დეკანი, ირენა პოპიაშვილია.
- QGallery ბაქოდან 2019 წელს, წელს, გალერეა გამოფენს 6 კარგად დაფუძნებული და ახალბედა ხელოვანების ნამუშევრებს ქანდაკების, ვიდეო არტის, კოლაჟის, ინსტალაციის, ფერწერისა და ნაპოვნი ობიექტების სახით. გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვანები არიან: რაშად ალაბაროვი, მირალი სეიდოვი, ბუტუნაი ჰაგვარდიევი, ელიარ ალიმიროევი, ელენა ჰაგვარდიევა და კანან ალიევი.
- პირველი კოლაბორაციისთვის, TAF და ვიდეონალე, წარადგენენ პროგრამას შვიდი საერთაშორისო ხელოვანის მონაწილებით. პროგრამა მიესალმება კრიზისის მიზეზ-შედეგობრიობაზე კრიტიკულ შეფასებასა და წარმოდგენებს – როგორც გლობალურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. პროგრამა წარადგენს ვიქტორ ბრიმის, ზანი ბეგის & ოლივერ რესლერის, მაჰდი ფაიფელის, სტეფანი ლეგარდის, ჩანგ-ჯინ ლის, მონირა ალ ქადირისა და კონი უოლშის ნამუშევრებს. ვიდეონალე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეო და timebased ხელოვნების ფესტივალია ევროპაში
- TAF TALKS არის ადგილი, სადაც ხელოვნების სამყაროს პროფესიონალებს შეეძლებათ შეხვდნენ დამთვალიერებელს, გამართონ დისკუსიები. გარდა ხელოვანებსა და კურატორებს შორის აზრების გაცვლისა და TAFF 2022-ზე გამოფენილი ნამუშევრები განხილვისა, პლატფორმა ასევე მიეძღვნება ომის დროს ხელოვნების კეთების და კურირების სირთულეებსა და გამოწვევებზე საუბარს; მაშინ, როცა ბევრ ხელოვანს საკუთარი სახლის დატოვება და მუშაობა სახლიდან შორს, მათთვის უცხო გარემოში მოუწია. TAF ასევე დროს დაუთმობს დისკუსიას NFT-ს თემაზე და იმ ცვლილებებზე, რომელიც შესაძლოა ამ უკანასკნელმა ხელოვნების სფეროში, გაყიდვების და გავცრცელების მხრივ გამოიწვიოს. ეს თემები განხილულ იქნება ხელოვანების, კურატორებისა და მწერლების მიერ როგორც საქართველოდან, ისე აშშ-დან, პოლონეთიდან, ლიეტუვადან, გერმანიიდან, უკრაინიდან და სხვა.
TAF-ზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: tkt.ge. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები