გაიგე, რა იცი ქართულ სტარტაპებზე — ტესტი
სტარტაპების შექმნა და განვითარება, შესაბამისად ქართული ტექნოლოგიური პროდუქტების არსებობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ბოლო წლების განმავლობაში ბაზარზე არაერთი ქართული სტარტაპი გამოჩნდა, ინოვაციური იდეითა და პროდუქტით. ამ ეტაპზე, მათი ნაწილი წარმატებით ახერხებს უცხოური ბაზრების ათვისებას, ანუ მათ მიერ საქართველოში შექმნილი პროდუქტების ექსპორტს.
ქართული სტარტაპები ერთად ქმნიან ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას, შესაბამისად კი, თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველს.
ეს ტესტი დაგეხმარებათ იმის გაგებაში, რა იცით წამყვანი ქართული სტარტაპების ნაწილის შესახებ.
გაიგე, რა იცი ქართულ სტარტაპებზე — ტესტი
ტესტის დაწყება1 / 10 რომელი ქართული სტარტაპი იყო პირველი, რომელიც ამერიკული Y Combinator-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა?
2 / 10 რომელი ქართული სტარტაპი იყიდა გლობალურმა კომპანიამ 2021 წელს?
3 / 10 რა პროდუქტს ქმნის Elven Technologies?
4 / 10 რომელი ქართული სტარტაპი უადვილებს მომხმარებელს API დოკუმენტაციის შექმნას?
5 / 10 რომელმა ქართულმა სტარტაპმა მოიპოვა ჯეფ ბეზოსის კომპანიის (Blue Origin) დაფინანსება?
6 / 10 ქართულმა სტარტაპმა Kvalifika პანდემიის დაწყებისას ბიზნესებს ძალიან საჭირო და დროული პროდუქტი შესთავაზა. რა პროდუქტი იყო ეს?
- დისტანციური ვერიფიკაციის სისტემა
- სადეზინფექციო "კარადა"
- ელექტრო ნიღაბი
- პლატფორმა თანამშრომლების დისტანციური კომუნიკაციისთვის
7 / 10 რომელია ქართული ბლოქჩეინ ანალიტიკის პლატფორმა?
8 / 10 რომელია პირველი ქართულ-ამერიკული კომპანია, რომელმაც Seed რაუნდში 3.2 მილიონი დოლარი მოიზიდა?
9 / 10 რომელი ქართული პლატფორმა გვეხმარება საუბრის ტექსტად და პირიქით, ტექსტის საუბრად კონვერტაციაში?
10 / 10 რას იპოვით ქართულ პლატფორმა KIKLIKO-ზე?
მასალა მომზადებულია Founder Institute Georgia-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. Founder Institute-ის აქსელერაციის პროგრამები მსოფლიოს მასშტაბით არსებულ სტარტაპებს 2009 წლიდან ეხმარება ინვესტიციების მოძიებასა თუ გლობალური ამბიციების ხორცშესხმაში. 2022 წლის გაზაფხულიდან კი ის საქართველოში, ქართული სტარტაპებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.
კომენტარები