სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებენ, თითქოს აშშ-ს საელჩოს "ძალისხმევა კანონის უზენაესობის წინააღმდეგაა მიმართული".

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წასვლის შემდეგ ყოფილი პრემიერმინისტრი არაერთხელ გააკრიტიკეს, თუმცა ამჯერად დეპუტატები იმ პერიოდზე საუბრობენ, როდესაც გახარია შს მინისტრი იყო და მაშინ მიღებულ მის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებენ.

  • საელჩოს კონტექსტში საუბრობენ, რომ "სამართალდამცავი სტრუქტურების მოშლის მცდელობის განსაკუთრებით მძიმე გამოვლინება" იყო გახარიას ორგანიზებული სპეცოპერაციები, რომლებიც "პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად".
  • წერენ, რომ გახარია "უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ", შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა "პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა".
  • წასულები არ ივიწყებენ თავიან მთავარი გზავნილს და ახალ წერილშიც ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფრის მიზანიც რევოლუციის მოწყობის გაადვილება და საქართველოს ომში ჩართვას.

ბასიანის სპეცოპერაცია: დეპუტატების აზრით, ბასიანში შესვლის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში პოლიციის იმიჯის შელახვა და პოლიციელების მიმართ აგრესიის გაჩენა იყო.

  • ამტკიცებენ, რომ იმ დროს სპეცოპერაციას გუნდში "სერიოზული კრიტიკა" მოჰყვა, განსაკუთრებით თბილისის მერის, კახა კალაძის მხრიდან.

პანკისის სპეცოპერაცია: ამბობენ, რომ ამ შემთხვევაშიც მიზანი პოლიციის იმიჯის შელახვა და დაკნინება იყო.

  • მათი თქმით, ის, რაც შეცდომა ეგონათ, "შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა, რომელიც ასევე პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა".

ოთხეული ახლა ამბობს, რომ გახარიამ დამიზნებით ისროლა რეზინის ტყვიები ჟურნალისტებისა და შტურმიდან მოშორებით მყოფ ადამიანების მისამართით.

კიდევ რას წერენ საელჩოზე: მათი აზრით, "საელჩოს მხრიდან სასამართლოსა და პროკურატურის დაზიანებისა და მოშლის მცდელობებს", პრაქტიკულად "მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან". ენმ-ს კი საელჩოს "ფავორიტ" პარტიად მოიხსენიებენ.

  • "უკვე წლებია, წარმოებს მადისკრედიტირებელი კამპანიები საელჩოს მიერ დაფინანსებული ენჯეოების შესრულებით პროკურატურის და განსაკუთრებით, სასამართლოს წინააღმდეგ".

პასუხად, გახარიას ერთ-ერთი წევრი ბერდია სიჭინავა წასულების ბრალდებებს აბსურდსა და სისულელეს უწოდებს.

  • "თუ ბიძინა ივანიშვილს რაიმეს თქმა უნდა გახარიასთან დაკავშირებით კეთილი უნდა ინებოს, მოიკრიბოს გამბედაობა, გამოვიდეს და ღიად თქვას, რა უნდა გიორგი გახარიასთან და რა კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს".
  • "მაშინ როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერმინისტრი, საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ საპარლამენტო ტრიბუნიდან და მაშინ, როდესაც გახარია გახდა ოპოზიციური პარტიის ლიდერი სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ".