რა უნდა შევამოწმოთ ავტომობილში შორ გზაზე წასვლამდე
ფოტო: თეგეტა მოტორსი
განტვირთვისთვის ზაფხული საუკეთესო პერიოდად მიიჩნევა, რადგან ამ დროს დასვენება, მთაშიც და ზღვაზეც, თანაბრად სასიამოვნოა. საზაფხულო ვოიაჟის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობაა, რისთვისაც ავტომობილი წინასწარ უნდა მოვამზადოთ.
ამ სტატიაში გაიგებთ, რას გვირჩევენ ექსპერტები შორ გზაზე ჩვენი ავტომობილით მოგზაურობამდე. თემაზე თეგეტა მოტორსის სერვისის რეგიონული მენეჯერი, მამია ჭუმბურიძე, საუბრობს.
მამია ჭუმბურიძე
ფოტო: თეგეტა მოტორსი
რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება შორ გზაზე წასვლამდე?
პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ავტომობილის ფლობისას, აუცილებელია, ვიხელმძღვანელოთ მწარმოებლის მიერ დადგენილი სარეგლამენტო მომსახურებებით და დროულად ჩავატაროთ შესაბამისი სერვისი. აღნიშნული მნიშვნელოვნად ამცირებს შემდგომ რისკებს და გაუთვალისწინებელ ხარჯებს.
რაც შეეხება მოგზაურობას და შორ გზაზე წასვლას — ასეთ შემთხვევაში ხშირად არ ითვალისწინებენ, რომ ავტომობილს განსხვავებულ რელიეფზე სხვადასხვა დატვირთვით მუშაობა უწევს. სწორედ ამიტომ, საჭიროა წინასწარი მომზადება და ავტომობილის სრულად გამართვა.
დიაგნოსტიკისას მანქანის რომელ ნაწილებს უნდა მიექცეს ყველაზე დიდი ყურადღება
ავტომობილის შემოწმებისას, უმჯობესია, მივმართოთ ისეთ სერვისცენტრს, სადაც შესაძლებელი იქნება სრული მომსახურების მიღება. შემოწმებისას ყურადღება უნდა მიექცეს ავტომობილის სავალი ნაწილის და ძირითადი აგრეგატების გამართულად მუშაობას. აღნიშნული კომპონენტები უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
მნიშვნელოვანია, გადამოწმდეს ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და გაგრილების სისტემის სითხეების დონე — საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს მათი შეცვლაც. საბურავები უსაფრთხოების მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, შესაბამისად, აუცილებელია, გადამოწმდეს მათი სეზონთან შესაბამისობა და მდგომარეობა.
გარდა სავალი ნაწილისა, კიდევ რა დეტალების შემოწმებაა მნიშვნელოვანი?
აუცილებლად უნდა შემოწმდეს ძრავის გაგრილების სისტემა. შორ გზაზე წასულებს ხშირად გვიწევს არასწორ რელიეფზე სიარული, ამიტომ ძრავი გადახურებისგან უნდა დავიცვათ. ამისთვის საჭიროა, რომ გაგრილების სისტემაში ზამთარშიც და ზაფხულშიც ანტიფრიზი ესხას. ანტიფრიზის დუღილის ტემპერატურა წყლისგან განსხვავდება და ის უფრო მაღალია. ამდენად, ზაფხულის სიცხეში და დიდ დატვირთვაზე მანქანას წყლის ადუღებისგან დავიცავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ძრავის სერიოზული დაზიანებაც კი გამოვიწვიოთ.
ზოგადად, გადაცემათა კოლოფში ზეთის ხშირი გამოცვლა არ არის საჭირო. აქედან გამომდინარე, ავტომფლობელები მას ხშირად არ ამოწმებენ. თუმცა, შორ გზაზე დიდი დატვირთვის დროს ზეთი, რომლის ხარისხი უკვე გაფუჭებულია, შეიძლება ადუღდეს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, გადაცემათა კოლოფში ზეთის შემოწმებაც.
რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყონ ავტომობილის მომზადება და ზოგადად რას ურჩევდით ავტომფლობელებს შორ გზაზე მგზავრობის წინ?
თუკი ავტომობილს რეგულარულად ვუტარებთ სარეგლამენტო სერვისს, გაცილებით დაბალია რისკი იმისა, რომ გაუთვალისწინებელი სამუშაოს ჩატარება მოგვიწიოს. თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესია, მომზადება დავიწყოთ 2-3 კვირით ადრე, რადგან საჭიროების შემთხვევაში, გვქონდეს დრო კონკრეტული ხარვეზის გამოსასწორებლად.
სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც უკვე მგზავრობისთვის გამზადებული მოქალაქეები ჩვენს სერვისში აღმოჩენილან. ზოგი გადამოწმების მიზნით, ზოგიც პრობლემით.
მსგავსი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, მთელ საქართველოში, თეგეტა მოტორსის ნებისმიერ სერვისცენტრში დაგეხმარებიან და აგვისტოს ბოლომდე განსაკუთრებული შეთავაზებებითაც ისარგებლებთ.
თეგეტა მოტორსის შესახებ
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 ათასამდე საცალო და 35 ათასამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება
გადახედვა
-
თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
გადახედვა
-
ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ
გადახედვა
-
ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
-
ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს
გადახედვა
-
ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO? ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO?
გადახედვა
-
როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით
გადახედვა
-
ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების კანონპროექტს ირანიც დაამატონ ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების კანონპროექტს ირანიც დაამატონ
გადახედვა
-
უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს
გადახედვა
-
შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება
გადახედვა
-
რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია? რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია?
გადახედვა
-
ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა
გადახედვა
-
ბედნიერი არ ვიყავი — ჯიმ პარსონსი The Big Bang Theory-ში გატარებულ წლებს იხსენებს ბედნიერი არ ვიყავი — ჯიმ პარსონსი The Big Bang Theory-ში გატარებულ წლებს იხსენებს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის 10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ კრისტოფერ ნოლანის 10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
გადახედვა
-
სპეციალურად უტრირება კონკრეტული ეროვნების, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის" — ცოტნე ანანიძე კახეთის ინციდენტზე სპეციალურად უტრირება კონკრეტული ეროვნების, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის" — ცოტნე ანანიძე კახეთის ინციდენტზე
გადახედვა
-
SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება
გადახედვა
კომენტარები