ალექსეი არესტოვიჩი

11 Aug. 2022, 12:54

ყველა საუბრობს ჩემს წარმოუდგენელ რეიტინგზე, დავუშვათ... მაგრამ ჩემი რეიტინგი ეს პრეზიდენტის რეიტინგია. მე ჩემს თავს პრეზიდენტისგან არ გამოვყოფ და არასდროს ვუცრუებ იმედებს ხალხს, ვისთან ერთადაც ვმუშაობ. მე შეიძლება მათგან განსხვავებული აზრი მქონდეს, მაგრამ ამას არასდროს გამოვიტან — ხომ მქონდა ამის გამოცდილება, თვენახევარი, რაც ოფისიდან წასული ვიყავი და არავის ერთი სიტყვაც არ გაუგია, იმიტომ, რომ ჩხუბს ვერ ვიტან.

ამიტომ, სანამ პრეზიდენტი პრეზიდენტია, თან უმაღლესი მთავარსარდალია საომარი მდგომარეობისას, ეს საუბრები ჩემთვის არც ისე კორექტულია. მეორეც, თუ ის წავა მეორე ვადით, რა თქმა უნდა, მე მას არ ჩავეჭრები, არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია.

მაგრამ, თუ არ [იყრის კენჭს ზელენსკი], საჭირო იქნება ამაზე ფიქრი... მე ვიყრი კენჭს. მინდა ვნახო, როგორ გამოვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  2. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  3. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  4. მთავრობის პროპაგანდისტი: ჩემი ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის
  5. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს

ჩილეში, ატაკამის უდაბნოს ცხელი ზედაპირიდან 4 მეტრით დაბლა მეცნიერებმა მიკრობულ სიცოცხლეს მიაგნეს. ეს ამ რეგიონში…