ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER თბილისში მორიგი მასშტაბური მუსიკალური პროგრამით ბრუნდება
ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER 2 სექტემბერს, 23:59 საათზე, Spacehall Kustba-ს ღია სივრცეში მასშტაბური საფესტივალო ღამით დაბრუნდება, რომლის ფარგლებშიც თბილისს თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტი SOLOMUN ეწვევა და ადგილობრივი სცენის შთამბეჭდავ წარმომადგენლებთან ერთად შემოდგომის სერიებს გახსნის.
SOLOMUN თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული არტისტია, რომლის აქტიური მუსიკალური შემოქმედება ორ დეკადას ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში მელოდიური ტონალობებისა და საცეკვაო რითმების სინთეზით შექმნილი მისი კომპოზიციები გლობალური მასშტაბით ყველაზე დიდი და ხალხმრავალი ფესტივალების ჰიტად იქცა.
2005 წელს მეგობრებთან ერთად დაფუძნებული ლეიბლის DIYNAMIC ფარგლებში გამოშვებული ალბომები მალევე მოექცა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, ხოლო მზარდი პოპულარობისა და დასამახსოვრებელი, მიმზიდველი, მსმენელისთვის ადვილად აღსაქმელი მუსიკის დამსახურებით ის ჰედონისტების ერთ-ერთი საყვარელი კუნძულის, იბიცას კლუბების რეზიდენტია.
SOLOMUN-ის თავდაუზოგავმა სიყვარულმა Do it Yourself ესთეტიკის მიმართ მის საქმიანობას მრავალი შრეები შესძინა. ამჟამად იგი ორი ლეიბლის, DIYNAMIC და 2DIY4 მესვეურობას ითავსებს და ბერლინური კლუბის, EGO დამფუძნებელი და DIYNAMIC-ის რადიო შოუების ავტორია.
სხვადასხვა წლებში SOLOMUN-ს მოპოვებული აქვს გამარჯვებულის ტიტული წლის საუკეთესო დიჯეის, საუკეთესო ალბომის, საუკეთესო ლეიბლისა და საუკეთესო პროდიუსერის ნომინაციებში. საფესტივალო ღამეზე მასთან ერთად დაუკრავს ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიჯეი და პროდიუსერი, თადე თოდუა პროექტით TADE, რომლის პირველი აღიარება კანადურ ლეიბლზე DASH DEEP RECORDS და მოგვიანებით, UNDERYOURSKIN RECORDS-ზე გამოცემულ ჩანაწერებს მოჰყვა. კრიტიკოსებისა და ელექტრონული მუსიკის ენთუზიასტებისგან მიღებული მაღალი შეფასებების შემდეგ TADE ადგილობრივი კლუბებისა და ფესტივალების ხშირ სტუმრად და DECODER-ის ხანგრძლივ მეგობრად იქცა. სტილისტური მრავალფეროვნების წყალობით ის ყოველთვის საუკეთესოდ ახერხებს საკლუბო და საფესტივალო ღამე მრავალი და სხვადასხვა მიმართულების მქონე არტისტებთან ერთად ნამდვილ დღესასწაულად აქციოს.
ფესტივალი DECODER 2017 წელს დაფუძნდა და მის ფარგლებში თბილისს ელექტრონული მუსიკის ისეთი დიდი სახელები სტუმრობდნენ, როგორიცაა Richie Hawtin, Amelie Lens, Nicolas Jaar, Peggy Gou, Ellen Allien, Black Coffee, Mano Le Tough და სხვა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები