ქალი, რომელმაც თავის ქორწილში ჭაღარა თმა მოიხდინა, ტიკტოკის ვარსკვლავი გახდა
ამერიკელმა კადიჯა ჯექსონ ბეიკერმა რამდენიმე კვირის უკან იქორწინა და ამის აღსანიშნავად რამდენიმე ტიკტოკ ვიდეოც გადაიღო. თუმცა, პლატფორმაზე მხოლოდ სულ ცოტა ხნის წინ გახდა პოპულარული — მას შემდეგ, რაც ინტერნეტმომხმარებლები მისმა ვარცხნილობამ აღაფრთოვანა.
საქმე ისაა, რომ კადიჯამ გადაწყვიტა, თავისი ქორწილისთვის თმა არ შეეღება და ცერემონიაზე ბუნებრივი ჭაღარით გამოჩენილიყო. ტიკტოკზე ვიდეოები ახალდაქორწინებული ქალის ვიზაჟისტმა, ტია კოდრინგტონმა, განათავსა.
"მისი ბუნებრივად ჭაღარა თმა მომწონდა", — დაწერა კოდრინგტონმა ვიდეოს აღწერაში, — "ასეთი თმა 16 წლის ასაკიდან აქვს".
გამომწერებისა და უცნობი ადამიანების გულწრფელად აღტაცებულმა გამოხმაურებამაც არ დაახანა. ტიას ვიდეომ პლატფორმაზე მალე მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა — მაყურებლები აღაფრთოვანა არა მხოლოდ ვიზაჟისტის ნამუშევარმა, არამედ იმანაც, თუ როგორ მოიხდინა კადიჯამ თავისი ბუნებრივი თმა.
კოდრინგტონის თქმით, თავდაპირველად მისი მიზანი მხოლოდ ის იყო, ახალდაქორწინებულის სილამაზე გამომწერებისთვის გაეზიარებინა, თუმცა, მომხმარებლის გამოხმაურება მისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
"შესანიშნავი ამბავია, როცა იაზრებ, რომ მას შეეძლო, ამ დღისთვის თმის ფერი შეეცვალა ან სხვა რამ ეცადა, მაგრამ ამჯობინა, საკუთარი თავი ყოფილიყო და თმის ბუნებრივი ფერი მოეხდინა", — ამატებს ტია.
ტიკტოკის მომხმარებლების გამოხმაურებამ ახალდაქორწინებულიც აღაფრთოვანა. კადიჯა, რომელიც აქამდე არცერთ სოციალურ ქსელში არ ყოფილა დარეგისტრირებული, ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ქორწილის დღეს თავისი ნამდვილი სტილი და პიროვნულობა წარმოეჩინა.
"ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი, რადგან სარკეში ყოველდღე ვიხედები და არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ამბავია, თუკი შენს ბუნებრივ თმასა და გარეგნობას იღებ", — ამბობს ბეიკერი.
ვიზაჟისტი კი აღნიშნავს, რომ მისთვის ინსპირაცია სწორედ კადიჯას ბუნებრიობა იყო და ამიტომ ეცადა, მისთვის შესაფერისი მაკიაჟი გაეკეთებინა.
"ჭაღარა თმა ძალიან ლამაზია, ამდენად აუცილებელი იყო, შესაბამისი ფერთა პალიტრა შემერჩია", — აცხადებს იგი.
თავად ბეიკერი იხსენებს, რომ თმის გაჭაღარავება 20 წელზე მეტი ხნის წინ დაეწყო. თავიდან, წლების განმავლობაში, იგი თმას იღებავდა, რადგან მიაჩნდა, რომ ჭაღარა მხოლოდ მოხუცებს ჰქონდათ, 30 წლის ასაკზე უმცროსი ქალებისთვის კი მიუღებელი იყო.
თუმცა, შვიდი წლის წინ, გადაწყვიტა, საკუთარი თავი ბუნებრივად მიეღო და თმა აღარ შეეღება. კადიჯას თქმით, ამის შემდეგ მას სულ ეკითხებიან, სად და რა ფერით შეიღება თმა.
"ეს ჩემი თმის ბუნებრივი ფერია", — ასეთია მისი პასუხი ყოველთვის.
ახალდაქორწინებული იმედოვნებს, რომ მისი გადაწყვეტილება სხვებსაც შთააგონებს, საკუთარი თავი თავდაჯერებულად მიიღონ.
"იყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია საუკეთესო რამ არის, რაც მსოფლიოს შეგიძლია აჩუქო", — დასძენს კადიჯა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები