სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე ვითარება დაძაბულია — რა ვიცით
როგორც DW წერს, საზღვართან მდგომარეობა 31 ივლისს დაიძაბა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: Reuter-ის ცნობით, ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებმა ეთნიკურმა სერბებმა ჩახერგეს გზები სერბეთთან ორი ძირითადი სასაზღვრო გადასასვლელის მახლობლად.
- ამის შემდეგ კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ მათ დაკეტეს სასაზღვრო გადასასვლელები 2 მიმართულებით მომიტინგეების ბლოკადის გამო.
- მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში საზღვართან დაძაბულობა იყო. როგორც ევრონიუსი წერს, სერბეთსა და კოსოვოს შორის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა.
ბლოკადას წინ უძღოდა კოსოვოს მთავრობის ორი გადაწყვეტილება სერბული დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ, რომელიც პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლების ევროპის ბიურომ გაავრცელა.
- კოსოვოს მთავრობამ განაცხადა, რომ სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით.
- ამასთან, ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბები იყენებდნენ მანქანების სანომრე ნიშნებს, რომლებიც 1999 ომის შემდეგ სერბეთის მიერ იყო გაცემული.
- კოსოვომ მოითხოვა, რომ ეს სანომრე ნიშნები შეიცვალოს კოსოვოს მიერ გაცემული ნომრებით.
დეტალები: მომიტინგეებმა ხრეშით და სხვა მძიმე ტექნიკით სავსე სატვირთო მანქანები გააჩერეს ორი სასაზღვრო პუნქტის, იარინიესა და ბერნიაკისკენ მიმავალ გზებზე.
- კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ იყო სროლა "პოლიციის ქვედანაყოფების მიმართულებით, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა".
- Reuters კოსოვოს პოლიციაზე დაყრდნობით წერს იმასაც, რომ მომიტინგეებმა სცემეს რამდენიმე ალბანელი, რომლებიც გადაკეტილ გზებზე გადიოდნენ და რამდენიმე მანქანას თავს დაესხნენ.
გარდა ამისა, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა კოსოვოს ადმინისტრაციას მშვიდობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. კოსოვოს პრემიერმინისტრი ალბინ კურტი სასაზღვრო დაძაბულობაში სერბეთის პრეზიდენტს ადანაშაულებს.
- სერბეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, თითქოს კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას აპირებს.
- "ჩვენ ვლოცულობთ და ვითხოვთ მშვიდობას. თუ ისინი გაბედავენ სერბების დევნას და მოკვლას, სერბეთი გაიმარჯვებს", — დაწერა მან ტვიტერზე.
არქივიდან: კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებითაა დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო, დამოუკიდებლობა კი 2008 წელს გამოაცხადა.
- სერბეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. არც სერბეთის მოკავშირეები, მაგალითად რუსეთი და ჩინეთი.
- მას 100-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი და სხვა.
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები