პლატფორმა "ინიციატივის" ფარგლებში, შშმ პირებისთვის, პარასპორტსმენებისა და ომის ვეტერანებისთვის ღონისძიება გაიმართა
პლატფორმა "ინიციატივის" და არასამთავრობო ორგანიზაცია "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიას" ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას კომპანია აჭარაბეთის სათავო ოფისმა უმასპინძლა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სამშვიდობო მისიის წევრები, საომარ მოქმედებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები, ომის ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და პარასპორტსმენები.
ღონისძიებაზე მოეწყო მხედველობის არ მქონე ადამიანების ნამუშევრების გამოფენა, ასევე ელექტრო და მექანიკური ეტლების საგამოფენო კუთხე, რომელიც საქართველოში შშმ პირების მიერ მზადდება.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი დამსწრე ადამიანებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენა და მათი კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციაა სოციალურ ცხოვრებასა თუ კონკრეტულ აქტივობებში.
"ძალიან გვიხარია, რომ დღეს აჭარაბეთის სათავო ოფისი არის ამ ღონისძიების მასპინძელი. პლატფორმა “ინიციატივა” აქტიურად უჭერს მხარს პარასპორტსმენებს და მათთვის საჭირო ინიციატივებს. დღეს კი ორმაგად სასიხარულოა მათი სტუმრობა. ვფიქრობთ, სწორედ მსგავსი ინიციატივებით შესაძლებელია ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ, ამავე დროს მივცეთ შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და ასევე გახდნენ მაგალითი სხვა ადამიანებისთვის", — განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო გუჯაბიძემ.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პლატფორმა "ინიციატივას" და აჭარაბეთის სათავო ოფისს, რომ გვიმასპინძლა და გაახარა ჩვენი პროექტის მონაწილეები. პლატფორმა "ინიციატივა" აქტიურად უჭერს მხარს პარასპორტსმენებს და შშმ პირებს და მათთვის საჭირო ინიციატივებს. ორმაგად სასიხარულოა მათი ინიციატივით ჩვენი სტუმრობა. ღონისძიებაზე გვქონდა სხვადასხვა აქტივობა: ბოჩა , მშვილდით სროლა, ეტლით სპორტული ცეკვა,ასევე აღსანიშნავია ქართული წარმოების ეტლების გამოფენა და ტოტალურად უსინათლო მხატვრის გამოფენა და სხვადასხვა ნამუშევრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირების მიერ გაკეთებული. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა მოვუხადო პლატფორმა "ინიციატივას" ჩვენი მასპინძლობისთვის", — განაცხადა პროექტის დირექტორმა, ხათუნა გავაშელმა.
"ინიციატივა" ეს არის პლატფორმა, რომლის მიზანია თავად შექმნას, გააერთიანოს და ხელი შეუწყოს საინტერესო ინიციატივას, საქველმოქმედო, შემეცნებითი, გასართობი და განვითარებაზე ორიენტირებული სოციალური პროექტების მიმართულებით. პლატფორმას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: პასუხისმგებლობიანი თამაში — დღეს საზოგადოების და ინდუსტრიის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აუცილებელია ცნობადობის ამაღლება, რომ თამაში იყოს უსაფრთხო. სპორტი — პლატფორმის მიზანია ქართული სპორტის მხარდაჭერა და მისი პოპულარიზაცია. ადამიანები — ინიციატივის მიზანია სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებით ხელი შეუწყოს, ადამიანებს წინსვლასა და განვითარებაში.
"აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიას" მიზანია საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები