29 ივლისს, ბათუმის სავაჭრო ცენტრ Metro City-ში Apple ტექნიკის ყველაზე დიდი და თანამედროვე მაღაზია Apple Premium Reseller სტატუსით გაიხსნება. iSpace-ის ბათუმის ფილიალი დასავლეთ საქართველოში პირველი APR იქნება.

iSpace-ის ბათუმის ფილიალი სავაჭრო ცენტრ Metro City-ში 29 ივლისს 13:30 საათზე გაიხსნება. მთელი დღის განმავლობაში მაღაზია შემოგვთავაზებს უწყვეტ გართობას, კონკურსებს, საჩუქრებს და სპეციალურ შეთავაზებებს მომხმარებლისთვის.

iSpace-ის ბათუმის ფილიალის გახსნისას მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ექსკლუზიური შეთავაზებებით: მხოლოდ 29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით საუკეთესო Trade-in პირობები იმოქმედებს და Apple-ის ახალი აღჭურვილობის შეძენისას 1800 ლარამდე თანხის დაზოგვა იქნება შესაძლებელი.

ამ სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ, გააკეთოთ Trade-in, დატოვოთ iSpace-ში თქვენი ძველი ტელეფონი, კომპიუტერი ან ტაბლეტი, აირჩიოთ ახალი მოდელი და გადაიხადოთ მხოლოდ თანხის სხვაობა.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის ჩაბარებისას, განურჩევლად ბრენდისა და მდგომარეობისა, მიიღებთ გარანტირებულ მინიმუმ 200₾ ბალანსს.

ფოტო: iSpace

ახალი მოწყობილობის დარჩენილი საფასურის გადახდა შესაძლებელია დაუყოვნებლივ, ან 36 თვემდე განვადებით.

შეთავაზებები ასევე საინტერესოა ტურისტებისთვის: iSpace–ში მუშაობს Tax Free! ეს ნიშნავს, რომ საქართველოს არარეზიდენტებს Apple-ის ნებისმიერი მოწყობილობის შეძენა საფასურის 18%–ის დაზოგვით შეუძლიათ.