რა თქვა ზურაბიშვილმა ღარიბაშვილის წერილზე
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის ეთერში იმ წერილზე ისაუბრა, რომელიც პრემიერმინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს მისწერა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ირაკლი ღარიბაშვილი წერილით ლაიენს არწმუნებს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ოლიგარქი არ არის.
- მისი თქმით, ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი.
- ღარიბაშვილი იმეორებს, რომ არაფორმალური მმართველობის შესახებ განცხადებები პირადად მისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია, ხოლო ამაზე საუბარი შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის.
- პრემიერმინისტრი ამბობს იმასაც, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის "უარყოფითი გავლენის" სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს "უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ".
- პრემიერი ირწმუნება, რომ ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია, რათა "არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის".
ზურაბიშვილის შეფასებით, ეს წერილი ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არაფერი გვესმის.
- "არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს".
- პრეზიდენტის განცახდებით, ეს ორი სხვადასხვა ინსტიტუტია, რომლებიც ერთმანეთს პატივს სცემენ და კომისია არ მისცემს შენიშვნებს და არ გაემიჯნება ევროპარლამენტს.
- "გამიჯნულია ისედაც, იმიტომ რომ სხვა ტერმინოლოგია იხმარა ევროპულმა საბჭომ და არ გადმოიტანა ის ტერმინები, რაც იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში".
- "ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან აშშ-ის ელჩს".
პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ როდესაც ღარიბაშვილმა წერილი გაუგზავნა ევროკომისიის პრეზიდენტს ის ბაქოში იმყოფებოდა და შეეძლოთ საქართველოში მოეწვიათ.
ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას შეფასებით, ღარბაშვილის წერილი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესს ემსახურება.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ კი თქვა, რომ საჭიროა სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა.
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
კომენტარები