იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები ჩხიკვაძის მხარდასაჭერად აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებენ
ზაზა ხარებავას, შოთა ქადაგიძისა და ლევან გზირიშვილის განცხადებით, მათთვის საკმაოდ სამწუხაროა, რომ სასამართლო კორპუსი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქამდე თავს იკავებენ, აქტიურად არ ეხმიანებიან და შესაბამის შეფასებას არ აძლევენ მომხდარს, მხარდაჭერას არ უცხადებენ ლაშა ჩხიკვაძეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ განაჩენი გამოცხადების შემდეგ შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს, რომელმაც ჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
- მოსამართლემ დაადასტურა, რომ საელჩომ ის ნამდვილად ჩახსნა პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამერიკაში უნდა წასულიყო.
"აშშ-ში ვიზიტების ორგანიზების არასწორი პრაქტიკა": ისინი აცხადებენ, რომ გარდა უშუალოდ ამ ისტორიისა, აპირებენ ყურადღება, ზოგადად, კიდევ უფრო სამწუხარო გლობალურ და სისტემურ პრობლემებზე გაამახვილონ, რაც სწორედ მოსამართლეთა ვიზიტებს უკავშირდება.
- მათი თქმით, აშშ-ში მოსამართლეების ვიზიტების დაგეგმვის, ორგანიზების პროცესში სასამართლო სისტემის ადმინისტრირების ორგანოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი პრაქტიკულად უგულვებელყოფილია.
- განცხადების მიხედვით, ამ მხრივ საბჭო დე ფაქტო იგნორირების პირობებში ფუნქციონირებს და არანაირი ვიზიტის ფორმატის, მასში მონაწილე მოსამართლეთა შემადგენლობის, თუ ქვეყნის ფარგლებში გამართული შეხვედრების მონაწილეთა სიის განსაზღვრაში ჩართული არაა.
- საბჭოს ყოფილი წევრების მტკიცებით, მოსამართლეებს ინდივიდუალურად უკავშირდებიან საელჩოდან და რთავენ დელეგაციებში, იუსტიციის საბჭო კი გამოიყენება მხოლოდ, როდესაც ვიზების მისაღებად შუამდგომლობას ითხოვს საელჩო.
"ფავორიტი მოსამართლეები": განცხადებაში ვკითხულობთ, სასამართლო სისტემაში არსებობენ ერთი და იმავე რანგის მოსამართლეები, რომლებიც კოლეგებისგან განსხვავებით არცერთი პროგრამით არ არიან ნამყოფი აშშ-ში, რაც არათანაბარი მიდგომის შთაბეჭდილებას ტოვებს.
- ამას გარდა, მათივე მტკიცებით, ლექცია-სემინარებზე ექსპერტებისა და ტრენერების შერჩევაშიც ანალოგიური ცალმხრივი დამოკიდებულებაა, რაც გარკვეული ფავორიტიზმის ნიშნებს ატარებს.
- საბჭოს ყოფილი წევრები ამბობენ, რომ ბოლო წელებია თითქმის სულ ერთი და იგივე 5-7 მოსამართლეა მათი ღონისძიებების ექსპერტებად და ტრენერებად.
- მათივე თქმით, სისტემაში 300-ზე მეტი მაღალკვალიფიციური მოსამართლეა, რომელთაგან მაღალი დონის ექსპერტთა შერჩევა შეიძლება.
განცხადების მიხედვით, აშშ-ის ელჩი იუსტიციის საბჭოსთან, თავმჯდომარესთან, მდივანთან კომუნიკაციის გარეშე სტუმრობს ხოლმე სასამართლოებს, ხვდება მოსამართლეებს, ამით კი სისტემის ადმინისტრირების რგოლის, ხელმძღვანელობის როლის დაკნინება ხდება.
- ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ელჩი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას ერთხელაც კი არ შეხვედრია, არ დაინტერესებულა იმ პრობლემატიკით, რაც სისტემის წინაშე არსებობს.
- მათივე თქმით, ეს "რბილად რომ თქვან" უცნაური და სამწუხაროა.
საბოლოოდ, ყოფილი წევრების აზრით, იუსტიციის საბჭოს ამგვარი "დე ფაქტო" იგნორირება კიდევ უფრო მეტ შეკითხვას ბადებს და ამ ორგანოს როლის ხელოვნურად დაკნინების აშკარა ნიშნებს შეიცავს.
- მათივე თქმით, სასამართლო დაცული უნდა იყოს პირდაპირი და ირიბი ჩარევის ყოველგვარი მცდელობისგან ნებისმიერი მხრიდან, იქნება ეს ხელისუფლება, კერშო ორგანიზაციები, თუ საერთაშორისო პარტნიორები თუ დონორები.
კონტექსტი: სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზებისკენ საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს არაერთხელ მიუთითებიათ და გაუციათ რეკომენდაციები.
- არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა განცხადება იმაზე, რომ ხელისუფლება სისტემას აკონტროლებს და მოსამართლეები პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
კომენტარები