რას ჰყვება გოგაშვილი მისი დაკავების სპეცოპერაციაზე
საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოთხოვნით დაიხურა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული.
- მისი თქმით, დაკავება წესების დაცვით არ მომხდარა, განჩინება მხოლოდ ჩხრეკაზე იყო გაცემული და ის ძალადობრივი მეთოდებით აიყვანეს.
- "ჩემს მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა, ჩემი ოჯახის წევრების წამება, არასრულწლოვანი ბავშვების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა [...] მომექცნენ, როგორც უკანასკნელ ტერორისტს", — ამბობს ის.
დეტალები: გოგაშვილის თქმით, მის სახლში ღამის ორ საათზე შეიჭრნენ — მიუხედავად განმარტებისა, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა, კარების შენგრევას ცდილობდნენ.
- "ამ დროს ეს კარები ფეთქდება, ესენი შემოდიან. მე კარებს ვაღებ და ვეუბნები არ შემოანგრიონ. ისინი ამოდიან კიბეებზე, გვაკავებენ ორივეს, მეც და ჩემს შვილსაც".
- "ნიკას ადებენ პლასტმასის ბორკილებს, მეც ანალოგიურად, 5-5 კაცი ზემოდან მუხლებით გვახრჩობს".
- მისივე თქმით, ცოლსა და ცოლის დას შეურაცხყოფა მიაყენეს და "თმებით ითრიეს".
გოგაშვილი ამბობს, რომ მიწაზე წოლის დროს ხელზე რკინის შეხება იგრძნო.
- "გამოცდილება მაქვს, უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი ვარ და ვიცი რასაც აკეთებენ, ხელზე მახებენ იარაღს, რომელიც შემდეგ უნდა ჩადონ".
- "ვერ გეტყვით, ბუნებრივია, რა იარაღია, იმიტომ, რომ ვერ დავინახე. რომ ვიგრძენი რასაც აკეთებენ, ვეცადე, რომ ხელები გამეთავისუფლებინა".
- "გვერდზე გავიხედე და ვიცანი ვინც ამას აკეთებდა, ეს იყო გიორგი ღამბაშიძე გენინსპექციის დირექტორის მოადგილე".
ვრცლად: გოგაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ჰკითხა, რას აკეთებდა, ღამბაშიძემ ყბაში დაარტყა — თავად შეაგინა, რის შემდეგაც ღამბაშიძემ კიდევ ერთხელ, ამჯერად ფერდში ჩაარტყა.
- მისი თქმით, ამის შემდეგ ისინი სახლში შევარდნენ და მეორე სართულზე ავიდნენ, მათ კი გოგაშვილის ცოლი აჰყვა, რომელმაც დაინახა რომ სხვადასხვა ადგილზე "ნივთებს ტენიდნენ".
- "ორი საათიდან, ფაქტობრივად, დაკავებული ვარ, თუმცა ჩემი დაკავება მოხდა 12 საათის შემდეგ. ანუ, იქ კი დამაკავეს მაგრამ 12 საათი უკანონოდ დაკავებული ვიყავი, მხოლოდ ჩხრეკის განჩინება ჰქონდათ".
- "ორი საათის განმავლობაში ჩემი შვილი ნიკა გოგაშვილი მიწაზე ეგდო და ხელებში სისხლი არ უმოძრავებდა, ხელები ჰქონდა გაშავებული. ვთხოვდი, რომ სასწრაფო გამოეძახათ და 4 საათი არ გამოიძახეს, გვატყუებდნენ".
არქივიდან: დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე გოგაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების დროს გაყალბების მტკიცებულებებზე ისაუბრა.
- წერდა, რომ არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ყველა შესაბამის ორგანიზაციას, მათ შორის, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას გადასცა.
- მიუთითებდა, რომ 2021 წლის შემოდგომაზე მედიასაშუალებებმა არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ გააშუქეს.
- მისი თქმით, 13 ივლისს, გია გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებული ჟურნალისტებზე სავარაუდო უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ერთ-ერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს ასახავდა.
- გაჩეჩილაძის გავრცელებულ ჩანაწერებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 ივლისს გამოძიება დაიწყო.
-
გადახედვათურმე სპაიდერმენის სამივე შეყვარებულს ჩოგბურთელის როლიც მოურგია თურმე სპაიდერმენის სამივე შეყვარებულს ჩოგბურთელის როლიც მოურგია
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები