პირველი ქართველი, რომელიც ოქსფორდის კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის მეცნიერების კურსდამთავრებულია
უჩა ბახტაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი, იურიდიული ფირმა JG Counselors-ის დამფუძნებელი პარტნიორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მეცნიერების მაგისტრია.
უჩა ოქსფორდის კოლეჯ Exeter-ის ერთადერთი ქართველი კურსდამთავრებულია. Exeter 1314 წელს დაარსდა და ოქსფორდის უნივერსიტეტში კოლეჯებს შორის სიძველით მეოთხეა. დრამა დეტექტივის მოყვარულებისთვის სერიალის ინსპექტორი მორსი საიდუმლოებებით მოცული სცენები სწორედ ამ კოლეჯშია გადაღებული, თუმცა დოქტორ სტრეინჯიდანაც შეგიძლიათ უნივერსიტეტის კედლების ამოცნობა.
უჩა ბახტაძემ თავის გამოცდილებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ექსეტერის კოლეჯი და გამოცდილება, რომლითაც უჩა ბახტაძე საქართველოში დაბრუნდა
საქართველოში მაგისტრატურის სისხლის სამართლის სპეციალიზაციის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი კრიმინოლოგიის შესწავლა იყო. შესაბამისად, დავიწყე ინფორმაციის შეგროვება სტიპენდიაზე და ჩივნინგის
სტიპენდიის მოსაპოვებლად შევიტანე განაცხადი.
დაფინანსების მოპოვებისა და საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ სამმა უნივერსიტეტმა მიმიღო, აქედან ერთ-ერთი იყო ოქსფორდი და ორი ლონდონის უნივერსიტეტი (LSE და UCL). საბოლოო არჩევანი კი მაინც ოქსფორდზე შევაჩერე და კოლეჯ ექსეტერში, კრიმინოლოგიის დეპარტამენტში, გავიარე კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა.
ოქსფორდული ცხოვრება და სწავლის პერიოდი
ოქსფორდში სწავლება ინტენსიური და შრომატევადია. ერთი წლის განმავლობაში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და წარმოდგენები რიგ საკითხებზე. კერძოდ, დანაშაულისა და სასჯელის შესახებ აღქმა აბსოლუტურად განსხვავებული კუთხით შემექმნა. შესაბამისად, თითქმის ყველა ის საკითხი, რაც მქონდა შესწავლილი გადაფასებას დაექვემდებარა. ოქსფორდიდან დაბრუნებული არა უბრალოდ სისხლის სამართლის სპეციალისტი ვიყავი, არამედ კრიმინოლოგიც, რომლის გარეშეც სისხლის სამართალი ერთ ადგილზე მდგომი მეცნიერებაა და არავითარი სამომავლო პერსპექტივა არ გააჩნია. შესაბამისად, ყველა ვინც სისხლის სამართლითაა დაინტერესებული, აუცილებელია, რომ კრიმინოლოგიას რაღაც დონეზე მაინც იცნობდეს.
განსაკუთრებულად და სასიამოვნოდ ლექტორების დამოკიდებულება მახსენდება სტუდენტების მიმართ. სტუდენტებს დარგის წამყვან სპეციალისტებთან თანასწორი და მეგობრული ურთიერთობები გვქონდა. სწავლის პერიოდში გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი მასალის კითხვა გიწევს, პარალელურად უამრავი სოციალური აქტივობაა
შემოთავაზებული, რაც სწავლის პროცესს სახალისოს და მეტად საინტერესოს ქმნის. ეს ყველაფერი ცხადია სტუდენტს მრავალი კუთხით დაფიქრებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ დიდი დოზით დაფიქრების პროცესია ის მთავარი კომპონენტი, რაც კონკრეტული საკითხის შესწავლის საწინდარია.
ამჟამინდელი საქმიანობა და სამომავლო გეგმები
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ცოდნის გამოყენება არა მხოლოდ ჩემი საქმიანობისთვის მჭირდებოდა, არამედ მინდოდა ცოდნისა და გამოცდილების სხვისთვის გაზიარება. სწორედ, ამ ფაქტითაა განპირობებული ის, რომ 2015 წლიდან სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ლექტორი ვარ და ვკითხულობ ლექციებს კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით. ვცდილობ, რომ სტუდენტებს გავუზიარო ღირებული ცოდნა, რომელიც მათ დაეხმარებათ მომავალი საქმიანობის სწორად წარმართვაში.
დღეს სტუდენტები საკმაოდ განვითარებულნი არიან და ნებისმიერ საკითხზე თავიანთი წარმოდგენა აქვთ შექმნილი. გარდა იმისა, რომ მათთან ინტერაქციისას უამრავი ახალი მიმართულებით იხსნება კარი კონკრეტულ საკითხზე მსჯელობისას, ძალიან სასიამოვნოა ის პროცესი, როდესაც მათ უკვე შექმნილი წარმოდგენების შესახებ კითხვები უჩნდებათ და სემესტრის განმავლობაში მათ გადაფასებას იწყებენ. ეს არის ცოდნის ორმხრივი გაზიარების პროცესი, რომელიც მე, როგორც ლექტორს, ძალიან მავითარებს, ხოლო მათ როგორც სტუდენტებს აფიქრებს იმ შესაძლებლობებზე, რაც მანამდე მათთვის შეიძლება უცხო ან თუნდაც მიუღებელიც ყოფილიყო.
რჩევა სტუდენტებს
სამართალი მუდმივად განვითარებადი მეცნიერებაა და მუდმივად ემატება ახალი მიმართულებები. მაგალითად, მედიასამართალი (დანაშაული და მედია), სოციალური მედიის სამართალი, ხელოვნური ინტელექტის სამართალი და ა.შ. შესაბამისად, უმჯობესია, არა ზოგადად რომელიმე სამართლის გლობალური მიმართულების სპეციალისტები იყოთ (სისხლი, სამოქალაქო), არამედ სამართლის ვიწრო დარგის, რომელიც ბაზარზე თავის დამკვიდრების გაცილებით მეტ შესაძლებლობას მოგცემთ, ვიდრე ტრადიციული გზის გაყოლა.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები