8 ვარსკვლავი, რომელიც თავის ლგბტქ შვილს მხარს უჭერს
ფოტო: NBC
ლგბტქ ადამიანებისათვის ოჯახის მხარდაჭერა განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი, რადგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებისადმი გარემო ხშირად არცთუ მეგობრულია. ბევრი ცნობილი ადამიანი თავის ლგბტქ შვილს აქტიურად უჭერს მხარს, რითაც ქვიარ ადამიანების მშობლებს ნამდვილად აძლევს მაგალითს.
1. ჯენიფერ ლოპესი
ფოტო: Chris Villa
თავის ერთ-ერთ საკონცერტო გამოსვლაზე ამერიკელმა მომღერალმა შვილის მისამართით გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელები გამოიყენა და მისი იდენტობისადმი პატივისცემა ასე გამოხატა.
2. შერი
ფოტო: Kevin Mazur / WireImage
შერი აქტიურად უჭერს მხარს თავის შვილს, შაზს, რომელმაც ტრანზიციის პროცესი 2011 წელს დაასრულა. თუმცა, მომღერალი აღიარებს, რომ შაზის იდენტობასთან შეგუება თავდაპირველად გაუჭირდა. შერი ამ პროცესს "რთულად" აფასებს და ამატებს, რომ ასე "შვილს არ კარგავ — ისინი, უბრალოდ, სხვა ფორმით გევლინებიან".
3. სინთია ნიქსონი
ფოტო: cynthiaenixon / Instagram
მსახიობის შვილი კოლეჯის დასრულების შემდეგ ტრანსგენდერად დაქამინგაუთდა, რის შემდეგაც მშობლისგან დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა. ნიქსონმა ინსტაგრამზეც დაწერა, რომ შვილით ძალიან ამაყობს.
4. შარლიზ თერონი
ფოტო: charlizeafrica / Instagram
მსახიობისა და მოდელის უფროსი შვილი ტრანსგენდერად სამი წლის ასაკში დაქამინგაუთდა. შარლიზმა განაცხადა, რომ ორი გოგოს დედობით ძალიან ბედნიერია და, როგორც ყველა მშობელს, სურს, ისინი დაცულები და ბედნიერები იყვნენ.
5. ბილი რეი საირუსი
ფოტო: Getty Images
ამერიკელი მუსიკოსის შვილი მასზე არანაკლებ ცნობილი მომღერალი, მაილი საირუსია, რომელიც 2015 წელს პანსექსუალად დაქამინგაუთდა. ბილიმ მაშინ განაცხადა, რომ ის და თავისი ცოლი ყოველთვის "ძალიან გონებაგახსნილები" იყვნენ და მათთვის მთავარი შვილის ბედნიერებაა.
6. მეჯიქ ჯონსონი
ფოტო: magicjohnson / Instagram
ამერიკელი კალათბურთელი არ მალავს, რომ გეიდ დაქამინგაუთების შემდეგ თავისი შვილის მიღება თავიდან გაუჭირდა. თუმცა, ჯონსონი ამატებს, რომ იგი სწორედ შვილმა შეცვალა.
7. მარშა გეი ჰარდენი
ფოტო: mgh_8 / Getty Images
მას შემდეგ, რაც ცნობილი ამერიკელი მსახიობის შვილი 13 წლის ასაკში დაქამინგაუთდა, მარშა ლგბტქ აქტივიზმში ჩაერთო. იგი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ოჯახისა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
8. სალი ფილდი
ფოტო: Getty Images
სალის შვილი, სემი, გეია. ზოგიერთი მსახიობისგან მოელოდა, რომ იგი სემს არ მიიღებდა. თუმცა, ფილდმა თავისი შვილისადმი მხარდაჭერა არაერთხელ გამოხატა და ლგბტქ ადამიანების მშობლებსაც იმავესკენ მოუწოდა.
"არსებობენ მშობლები, რომელთაც ტვინი ისე გამოურეცხეს, რომ ჰგონიათ, ეს ბიბლიას, ღმერთს ან ბუნებას ეწინააღმდეგება", — ამბობს მსახიობი, — "თუკი თავად ბუნებამ შექმნა ის, ბუნებას როგორღა ეწინააღმდეგება?!. სემი ყოველთვის სემი იყო".
ასევე იხილეთ:
-
Meta მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მუშათა აკადემიას ხსნის Meta მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მუშათა აკადემიას ხსნის
გადახედვა
-
OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა
გადახედვა
-
"ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო" — რამდენად კარგად იცნობ გურამ კაშიას? "ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო" — რამდენად კარგად იცნობ გურამ კაშიას?
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი სანქციები მუშაობს, ისინი ასუსტებენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი სანქციები მუშაობს, ისინი ასუსტებენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს
გადახედვა
-
კაია კალასი: აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს კაია კალასი: აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 8 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 8 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სუს-ი: საოკუპაციო ძალების მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია სუს-ი: საოკუპაციო ძალების მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
გადახედვა
-
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის — კომპანია საქმიანობას განახლებული სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის — კომპანია საქმიანობას განახლებული სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
-
რუსეთთან დაკავშირებული აზერბაიჯანული კომპანიების უკან ბათუმში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დგანან — ჟურნალისტური გამოძიება რუსეთთან დაკავშირებული აზერბაიჯანული კომპანიების უკან ბათუმში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დგანან — ჟურნალისტური გამოძიება
გადახედვა
-
ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი
-
ირაკლი კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეების გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ირაკლი კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეების გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს
გადახედვა
-
პორშე ცენტრი თბილისი წიგნის ჩიკატაის ამბავი პირველი გამოცემის მხარდამჭერია პორშე ცენტრი თბილისი წიგნის ჩიკატაის ამბავი პირველი გამოცემის მხარდამჭერია
-
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია იმაში, რომ მისი გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია იმაში, რომ მისი გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმის კიდევ 1 ფიგურანტი, ვახო ფიცხელაური საპროცესო შეთანხმებას დასთანხმდა 4 ოქტომბრის საქმის კიდევ 1 ფიგურანტი, ვახო ფიცხელაური საპროცესო შეთანხმებას დასთანხმდა
გადახედვა
-
ჩოხატაურში მეშვიდე კლასის მოსწავლე გარდაიცვალა ჩოხატაურში მეშვიდე კლასის მოსწავლე გარდაიცვალა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებიც კანიბალ "ზეგიგანტებად" გარდაიქმნებიან აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებიც კანიბალ "ზეგიგანტებად" გარდაიქმნებიან
გადახედვა
-
კადიროვის კრიტიკოსებზე თავდასხმებში ეჭვმიტანილი ჩეჩენი კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინაში გარდაიცვალა კადიროვის კრიტიკოსებზე თავდასხმებში ეჭვმიტანილი ჩეჩენი კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინაში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
-
ზელენსკიმ კირ სტარმერს შესთავაზა, აბრამოვიჩის მიერ "ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული £2.4 მლრდ უკრაინის თავდაცვას მოხმარდეს ზელენსკიმ კირ სტარმერს შესთავაზა, აბრამოვიჩის მიერ "ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული £2.4 მლრდ უკრაინის თავდაცვას მოხმარდეს
გადახედვა
-
საია წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტების სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს საია წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტების სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
პენტაგონმა Alibaba და Baidu ჩინეთის არმიის მხარდამჭერი კომპანიების სიაში შეიყვანა პენტაგონმა Alibaba და Baidu ჩინეთის არმიის მხარდამჭერი კომპანიების სიაში შეიყვანა
გადახედვა
კომენტარები