6 წლის ბიჭმა ცხოველთა თავშესაფრებისთვის $15 ათასი შეაგროვა მას შემდეგ, რაც ძაღლი მოუკვდა
ფოტო: Abbie Braley
6 წლის ინგლისელმა ბადი ბრეილიმ ძაღლის დაკარგვით გამოწვეული სევდა კეთილ საქმედ აქცია — მან ცხოველთა თავშესაფრებისთვის $15 ათასი შეაგროვა.
ბადის მშობლებმა დიდი სახლი ქალაქგარეთ 7 წლის წინ იყიდეს. მათ სამი შვილი და უამრავი ცხოველი ჰყავთ: 17 ქათამი, ორი ცხვარი, ორი თხა, ოთხი ცხენი, ოთხი იხვი, შინაური ღორი პერსი, კატა და ლეკვი მარლი. ფერმის ცხოველების აყვანა ოჯახმა სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც ბადის სელექციური მუტიზმის (შფოთვითი აშლილობა, რომელიც გარკვეულ გარემოში ლაპარაკს ართულებს) თერაპია სჭირდებოდა. ცხოველებთან ყოფნა ბადის ლაპარაკის პრობლემის დაძლევაში ეხმარება. ბადის თხები და დალმატინელი, სახელად ბროდი, განსაკუთრებულად უყვარდა, რომელიც 10 წლის ასაკში, სიმსივნით მოულოდნელად მოუკვდა.
ბადი თავის თხებთან, ბერტისა და ბელასთან ერთად.
ფოტო: Abbie Braley
ერთ შაბათ დღეს, 6 წლის ბადი ბრეილიმ საკუთარ ფერმაში ქველმოქმედებისთვის კამპანია დაიწყო. ბიჭი ფულს თავშესაფრის ცხოველებისთვის სათამაშოებისა და საწოლების საყიდლად აგროვებდა — ეს ყველაფერი კი მისი ძაღლის, ბროდის ხსოვნას ეძღვნებოდა.
ბადის მიერ ხელით დაწერილი პირველი აბრა, რომელიც მან ფერმაში, ქოლგის ქვეშ ჯდომისას გვერდით დაიდგა.
ფოტო: Abbie Braley
"ბროდი ჩემთვის განსაკუთრებული იყო, ყოველ ღამე ჩემთან ერთად ეძინა და ჩემზე ზრუნავდა. ის მსოფლიოში საუკეთესო ძაღლი იყო. ვფიქრობ, მას გაუხარდებოდა, რომ სხვა, უპატრონო ძაღლებს ვეხმარები. მეგონა, ცხოველებს მხოლოდ 10 საწოლს ვუყიდდი, მაგრამ ახლა ბევრად მეტს შევძლებ", — ამბობს ბადი.
ბადი და ბროდი 6 წლის წინ.
ფოტო: Abbie Braley
ბადი და ბროდი 8 აპრილს — ბროდის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე.
ფოტო: Abbie Braley
პირველ დღეს ბადიმ $155 შეაგროვა. კამპანიის ასეთ წარმატებაში დიდი როლი ოჯახის პოპულარობამაც ითამაშა. ბადის დედამ, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია სოციალურ ქსელში ოჯახის ფერმერულ ცხოვრებას აზიარებს, ამის შესახებ პოსტი დაწერა, რის შემდეგაც უამრავ ადამიანს გაუჩნდა ქველმოქმედებაში ჩართვის სურვილი.
"ჩვენს ხასიათში არ არის ფულის თხოვნა, მაგრამ იმდენი შეტყობინება შემოვიდა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც გულწრფელად უნდოდათ ძაღლების დახმარება, რომ GoFundMe-ზე გვერდი შევქმენით", — ამბობს ბადის დედა.
სულ რამდენიმე დღეში ასობით ადამიანმა ფონდში $15 800-ზე მეტი ჩარიცხა.
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
კომენტარები