იქნებ ვაგინა AK47-ად ჩავთვალოთ და მთავრობაც აღარ შეზღუდავს — ჯეინ ფონდა
აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებამ საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია. ცნობილი მსახიობი და აქტივისტი ჯეინ ფონდა ერთ-ერთია იმ უამრავ ადამიანს შორის, ვინც უზენაესი სასამართლოს მიერ აბორტის უფლების გაუქმება გააპროტესტა.
"თუ შეიძლება, რომ კორპორაცია პიროვნებად განისაზღვროს, რატომ არ განვსაზღვრავთ ვაგინას AK47-ად? ამ გზით ვაგინა იმათი დაწესებული სამთავრობო შეზღუდვებისგან გათავისუფლდება, ვინც "სიცოცხლის ხელშეუხებლობაზე" ზრუნავს", — წერს ჯეინ ფონდა ტვიტერზე.
AK47 ცეცხლსასროლი იარაღია, რომელსაც ბევრი ასევე იცნობს კალაშნიკოვის სახელით.
ჯეინ ფონმამ აქცენტი იმ ფაქტზე გააკეთა, რომ აშშ-ში აბორტი კანონიერად შეიძლება აიკრძალოს, მაგრამ აშშ-ის კონსტიტუციის მე-2 შესწორებით მოქალაქეებს იარაღის ფლობის უფლება აქვთ. შეგახსენებთ, რომ მაისში აშშ-ის ქალაქ ბუფალოს სუპერმარკეტში სროლას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგ ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის კი 19 ბავშვი იყო. ორივე შემთხვევაში მსროლელმა AR-15-ის ტიპის იარაღი გამოიყენა.
"ხალხი, რომელიც მხარს უჭერს იმ იდეას, რომ ქალს საკუთარი სხეული კონტროლის უფლება არ უნდა ჰქონდეს, იგივე ადამიანებია, რომლებსაც ვაქცინაცია არ სურთ", — დასძინა ჯეინ ფონდამ.
ჯეინ ფონდას გარდა აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმება ბილი ჯო არმსტრონგმა, ოლივია როდგირომ, მეგან თი სტალიონიმ, პინკმა და სხვა ცნობილმა ადამიანებმაც გააპროტესტეს. "თუ გჯერა, რომ ქალის საშვილოსნო, ლგბტქ+ ადამიანების ცხოვრება და ქორწინება სახელმწიფოს საქმეა ან რასიზმი მიღებულია, გთხოვ, ღვთის გულისთვის, აღარ გაბედო ჩემი მუსიკის მოსმენა. და საერთოდ, დაახვიე. შევთანხმდით?" — წერს პინკი თავის ტვიტერზე
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც ქალებს საკუთარი სურვილით აბორტის გაკეთების კონსტიტუციურ უფლებას აძლევდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ შტატს თავად ექნება უფლება გადაწყვიტოს, დაშვებული იქნება თუ არა აბორტი.
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
კომენტარები