ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მცველს 101 წლის ასაკში 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ნაცისტების მოწყობილი საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მცველს გერმანულმა სასამართლომ 101 წლის ასაკში განაჩენი გამოუტანა. იოზეფ შუცს ჰოლოკოსტის დროს 3 518 ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად.
ნაცისტური რეჟიმის მხარდამჭერს გასულ წელს წაუყენეს ბრალი ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების დახოცვაში "გამიზნული და გააზრებული" ხელშეწყობისთვის. საბოლოოდ, ნოირუპინის რეგიონულმა სასამართლომ შუცს სასჯელი 28 ივნისს გამოუტანა.
მკვლელობაში ბრალდებულებს გერმანიაში, როგორც წესი, 3-დან 15 წლამდე პატიმრობას უსჯიან, თუმცა, სასამართლო პროცესი ბევრ გარემოებას ემყარებოდა — მათ შორის იმას, რომ დანაშაულებები დიდი ხნის წინ მოხდა, განსასჯელის სკამზე მჯდომი კი უკვე ძალიან მოხუცი იყო.
"განაჩენი დაგვიანებული კომპენსაციაა [დაღუპულების] ახლობლებლისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გერმანიისგან", — ამბობს აუშვიცის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი ქრისტოფ ჰოიბნერი.
ჰოიბნერმა, რომელიც პროცესებსაც ესწრებოდა, გერმანიის სასამართლო ბრალის წაყენების დაგვიანებისთვის გააკრიტიკა. მისივე თქმით, ბრალდებული საკონცენტრაციო ბანაკის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას ყოველთვის უარყოფდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად გამოეხმაურა გერმანიაში მოქმედი ებრაელთა ცენტრალური საბჭო.
"იმის მიუხედავად, რომ ბრალდებული, მისი ასაკის გამო, მისჯილ დროს ალბათ არ გაატარებს საპატიმროში, განაჩენი მისასალმებელია", — აცხადებს საბჭოს პრეზიდენტი, იოზეფ შუსტერი, — "ათასობით ადამიანი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებში მუშაობდა, სიკვდილის მანქანის მოქმედებას უწყობდა ხელს. ისინი ამ სისტემის ნაწილი იყვნენ, ამიტომ, პასუხისმგებლობა მათაც ეკისრებათ. სამწუხაროა, რომ ბრალდებული თავის მონაწილეობას ბოლომდე უარყოფდა და სინანულს საერთოდ არ გრძნობდა".
სასამართლოზე ცნობილი გახდა დანაშაულებები, რომელში მონაწილეობაც შუცს ბრალად ედება. ესაა საბჭოთა სამხედრო ტყვეების დახვრეტაში მონაწილეობა, ასევე აუტანელი პირობებით, მომწავლელი გაზით ან პირდაპირ სროლით ბანაკის ტყვეთა დახოცვის ხელშეწყობა.
ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი ტყვეების მიერ აშენდა 1936 წელს. მასში 200 ათასამდე ადამიანი მოხვდა, რომელთა, დაახლოებით, ნახევარი იქვე დაიღუპა.
ნაცისტების მოწყობილმა საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკებმა ჯამში 6 მილიონამდე ებრაელის სიცოცხლე შეიწირა. ჰიტლერის რეჟიმმა ასევე დახოცა ათასობით რომა (ბოშა), პოლიტიკური მოწინააღმდეგე, სექსუალური და რელიგიური უმცირესობის წევრი და შშმ პირი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები