ოცნება ამიხდა — კრის ჰემსვორტი ფილმში თორის საჯდომის გამოჩენაზე
მართალია, მარველის სამყაროს ფანების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სუპერგმირის — თორის შესახებ გადაღებული ახალი ფილმის საერთაშორისო პრემიერა ჯერ არ შემდგარა, მაგრამ უკვე ვიცით, რომ წინ ნამდვილად საინტერესო სანახაობა გველოდება, მათ შორის თორის შიშველი საჯდომის ხილვაც...
კრის ჰემსვორტმა კომენტარი გააკეთა Thor: Love and Thunder-ის (თორი: სიყვარული და ქუხილი) იმ სცენაზე, რომელშიც მისი პერსონაჟი, ქუხილის ღმერთი თორი შიშველი ჩნდება. მსახიობმა მარველის ფილმში თავისი საჯდომის პირველად გამოჩენაზე იხუმრა და აღნიშნა, რომ პრობლემა სულაც არ იყო თავისი "დიდი დუნდულების" გამოჩენა.
"არ ვიცი, მე ისინი [დუნდულები] აქამდეც მინახავს, დიდი ამბავი", — თქვა მან.
ჰემსვორტმა ისიც დაამატა, რომ ამ სცენის გადაღება მისი დიდი ხნის ოცნება იყო:
"10 წელი დასჭირდა ამ სცენის გადაღებას. ეს ჩემი ოცნება იყო. როცა თორის როლი პირველად შევასრულე და მაისური გავიხადე, გავიფიქრე, რომ საჯდომის გამოჩენა სცენას უკეთეს გახდიდა. ათწლეულის შემდეგ კი ყველაფერი მართლაც ასე მოხდა", — განაცხადა კრის ჰემსვორტმა Variety-თან ინტერვიუში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამ ავსტრალიელი მსახიობის შიშველი საჯდომი მაყურებელმა ეკრანზე იხილა: ჰემსვორტმა გაიხსენა, რომ 2013 წლის ფილმ Rush-ში მსგავსი სცენის შესრულება მოუწია.
თორი: სიყვარული და ქუხილის რეჟისორის, ტაიკა ვაიტიტის თქმით, ფილმში მას კრის ჰემსვორტის სხეულის გამოჩენა სურდა. "კრისი თავის ფიზიკურ გარეგნობაზე ბევრს მუშაობს და სწორედ ამის ჩვენება მსურდა. სხეული სხვადასხვა კოსტიუმით არ უნდა დავფაროთ ხოლმე, რადგან ეს უსამართლობაა", — განაცხადა რეჟისორმა.
თორი: სიყვარული და ქუხილი ქართულ კინოთეატრებში 7 ივლისს გამოვა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები