ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთი სასურსათო კრიზისის გამოწვევაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც რუსეთის ელჩმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა დატოვა.

მან თქვა, რომ მოსკოვის თავდასხმა უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და მარცვლეულის მარაგებზე, ტანკები, საჰაერო თავდასხმები და ნაღმები უკრაინას დათესვასა და მოსავლის მიღებაში ხელს უშლის.

მიშელმა, ასევე, რუსული ძალები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულის მოპარვაში დაადანაშაულა.

ელჩმა ამის შემდეგ როიტერსს უთხრა, რომ შარლ მიშელის ნათქვამი სიცრუე იყო და დარჩენა ამის გამო არ შეეძლო.

რუსეთის ელჩის გასვლისას მიშელმა თქვა, რომ ეს, შესაძლოა, უფრო იოლია, ვიდრე სიმართლის მოსმენა.

"შეგიძლიათ დატოვოთ დარბაზი, შეიძლება, ეს უფრო იოლია, ვიდრე სიმართლის მოსმენა", — თქვა მან.