ევროპარლამენტარები EU-ს კანდიდატის სტატუსზე: იმედი არ გაგიცრუვდეთ, თუ შედეგი ნაკლებად პოზიტიური იქნება
ევროპარლამენტარები, რასა რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბოლიუსი საქართველოს მოსახლეობასა და პოლიტიკურ პარტიებს ღია წერილით მიმართავენ. მათი განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილების პროგნოზირება რთულია, თუმცა პოლიტიკურ პარტიებსა და საქართველოს მოსახლეობას "ნაკლებად პოზიტიური შედეგის" შემთხვევაში იმედი არ უნდა გაუცრუვდეთ.
"ივნისის შუა რიცხვებში ევროკომისია უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს. ივნისის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ევროსაბჭოში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ამ პროცესის შედეგის პროგნოზირება რთულია. ამ ღია წერილით ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ქართულ პოლიტიკურ ძალებსა და ქართველ ხალხს, იმედგაცრუებულნი არ დარჩნენ, თუ შედეგი ნაკლებად ოპტიმისტური იქნება. ნაცვლად ამისა, გააერთიანონ ძალები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის", — ნათქვამია წერილში.
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში "ოლიგარქიზაციისა" და "პოლარიზაციის" დონე მაღალი რჩება, ძალაუფლება კი ერთი ადამიანის ხელშია მოქცეული, ადამიანის, რომელიც "დემოკრატიული არჩევნებით ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის".
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ყველას გახსოვთ, როგორ იმოქმედა უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებაზე, ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს დააპატიმრამ და აქედან შესაძლებელია დასკვნის გამოტანა.
სამწუხაროდ, ევროკავშირის უმაღლესი დონის უპრეცედენტო მცდელობის მიუხედავად, ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური ჩიხური სიტუაციის მოგვარებასა და პროევროპული დღის წესრიგის წინ წამოწევას, შარლ მიშელის შეთანხმება ამ დრომდე არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, მაშინ, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიამ რეკომენდაციების შემუშავება დაიწყო, სასჯელი გამოუტანეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის მფლობელს, რამაც კიდევ ერთი ბნელი ლაქა შესძინა საქართველოს სურათს", — ამბობენ ისინი.
ევროპარლამენტარების შეფასებით, ძნელად გასაგებია მმართველი პარტიის პოზიცია უკრაინისა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნავენ, რომ უკრაინელები არა მხოლოდ საკუთარ მიწას, არამედ დემოკრატიას, თავისუფლებასა და ევროპულ ღირებულებებსაც იცავენ, რაც საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია.
"ხანდახან არ შეიძლება არ ვიფიქროთ, რომ მმართველ წრეში ვიღაც აქტიურად აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო ევროკავშირში არ გაწევრიანდეს. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, ეს იქნება საშინელი დანაკარგი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც და დიდი გამარჯვება პუტინის რეჟიმისთვის", — ვკითხულობთ წერილში.
ევროპარლამენტარები დასძენენ, რომ ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს სრულ სურათს განმცხადებელი ქვეყნის მზადყოფნასთან დაკავშირებით. ისინი აღნიშნავენ, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
კომენტარები