ამბერ ჰერდი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს
ცოტა ხნის წინ ვირჯინიის სასამართლომ ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა: ამბერ ჰერდის წინააღმდეგ ჯონი დეპის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნაფიც მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ამბერ ჰერდმა ყოფილ ქმარს 2018 წელს გამოქვეყნებულ ოპ-ედში ცილი დასწამა.
გავრცელებული ინფორმაციით, დავა შესაძლოა ამით არ დასრულდეს, რადგან ამბერ ჰერდი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ ჰერდის წარმომადგენელმა The New York Times-ს განუცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯონი დეპი ზიანის ანაზღაურების სახით $15 მილიონს მიიღებს, ამბერ ჰერდი კი $2 მილიონს. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ერთ ნაწილში ამბერ ჰერდის მოთხოვნაც დააკმაყოფილა: აქვამენის მსახიობი აცხადებდა, რომ მას ჯონი დეპის აგენტმა ცილი დასწამა და #MeToo ეპოქაში "ძალადობის ცრუ ბრალმდებელი" უწოდა.
ამბერ ჰერდმა სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოწვეული იმედგაცრუება საზოგადოებას სოციალურ ქსელებში გაუზიარა:
"სიტყვებით ვერ აღვწერ იმ იმედგაცრუებას, რომელსაც დღეს ვგრძნობ. გულგატეხილი ვარ, რომ ზღვა მტკიცებულებაც კი არ იყო საკმარისი, რომ ჩემი ყოფილი ქმრის არაპროპორციულად დიდ ძალაუფლებას, გავლენასა და ავტორიტეტს დავპირისპირებოდი.
კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, თუ რას მოუტანს ეს სხვა ქალებს. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. ეს იმ დროში დაბრუნებაა, სადაც ქალებს ხმის ხმამაღლა ამოღების გამო საჯაროდ არცხვენდნენ და ამცირებდნენ. ეს ხელს უშლის იმ იდეას, რომ ქალების მიმართ ძალადობა სერიოზულად უნდა იყოს აღქმული", — განაცხადა ამბერ ჰერდმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯონი დეპიც გამოეხმაურა:
"თავიდანვე ამ სარჩელის მიზანი იყო, რომ სიმართლე გამოვლენილიყო, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნებოდა საბოლოო შედეგი. ვალდებული ვიყავი, სიმართლე სცოდნოდათ ჩემს შვილებს და ყველას, ვისაც ურყევად სჯეროდა ჩემი. ახლა უკვე ვიცი, რომ ამას მივაღწიე", — განაცხადა ჯონი დეპმა.
ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონი მოითხოვა. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბერს ტექსტში ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, თუმცა დეპის სარჩელში აღნიშნულია, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მისი კარიერა დაზიანდა და როლები დაკარგა.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები