ახალ ფილმში იო-იო ვინი პუჰისა და გოჭუნას საკბილო ხდება — ნახეთ პირველი კადრები
ვინი პუჰი ბევრი ჩვენგანის ბავშვობის ტკბილი მოგონებაა — ამ კეთილი დათუნასა და მისი მეგობრების თავგადასავალი დღემდე რჩება პატარების საყვარელ ისტორიად. თუმცა, საყვარელი ნამდვილად არ ეთქმის ახალ ფილმს, რომელიც ამ გმირზე გადაიღეს.
ასი აკრის ტყეში ამჯერად კოშმარების დრო დამდგარა. საშინელებათა ჟანრის ფილმში ვინი პუჰი: სისხლი და თაფლი, ჩვენი საყვარელი პერსონაჟები შემაძრწუნებელ არსებებად გვევლინებიან.
სიუჟეტის მიხედვით, ქრისტოფერ რობინისგან მიტოვებული პუჰი და მისი საუკეთესო მეგობარი, გოჭუნა, ბოროტმოქმედებად იქცევიან. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ტრეილერი ჯერ არ გამოქვეყნებულა, სიუჟეტი უკვე საკმარისად შავ-ბნელი ჩანს — რომ აღარაფერი ვთქვათ პერსონაჟების გარეგნობაზე: გოჭუნა, არც მეტი, არც ნაკლები, ეშვებით!
საშინელებათა ჟანრის ამ ფილმს დისნეისთან საერთო არაფერი აქვს. საქმე ისაა, რომ ა.ა. მილნის ორიგინალური ნაწარმოები წელს საზოგადოებრივ საკუთრებად იქცა, ამდენად მისი ინტერპრეტაციისა და ადაპტირების საშუალება ნებისმიერ ხელოვანს მიეცა. სისხლის და თაფლის გამომშვებ კინოსტუდია Jagged Edge Productions-ს კი ახალი ჰორორის გადაღებაზე ბევრი არ უყოყმანია.
ფილმი სულ რაღაც 10 დღეში გადაიღეს. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, როდის იხილავს მას მაყურებელი, რადგან რეჟისორ რის უოტერფილდის თქმით, გადაღების შემდგომი პროცესი გაიწელა.
სხვათა შორის, ჩვენთვის ნაცნობ ბევრ პერსონაჟს ფილმში საერთოდ ვერ ვიხილავთ — მათ შორის, არც ვეფხვს. გამოქვეყნებული კადრები კი ერთგვარ სპოილერსაც შეიცავს, რადგან იო-იოს საფლავის ქვას ვხედავთ; თუმცა, ჯერ სად ხართ — როგორ მოკვდა, არ იკითხავთ? მოშივებულმა პუჰმა და გოჭუნამ შესანსლეს.
მოკლედ, ალბათ უკვე საკმარისად ბევრი რამ ვიცით ამ ახალ ფილმზე, რათა გადავწყვიტოთ, გვსურს თუ არა მისი ყურება.
ფოტო: Disney
ვინი პუჰზე სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს რამდენიმე წლის წინაც, სადაც ქრისტოფერ რობინი იუენ მაკგრეგორმა განასახიერა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები