ვის აინტერესებს კირილ სერებრენიკოვის "ჩაიკოვსკის ცოლი"?
კირილ სერებრენიკოვი ერთადერთი რუსი კინორეჟისორია, რომელსაც კანის 75-ე კინოფესტივალზე დასწრების უფლება მისცეს. მეტიც, მისი კინოსურათი სახელწოდებით ჩაიკოვსკის ცოლი საკონკურსო პროგრამაშია.
პეტრე ჩაიკოვსკის ჰომოსექსუალობა, როგორც ტაბუ, მაყურებლისთვის მიმზიდველი ამბავია. დათრგუნული ქალის სახე კი, თანამედროვე კინოინდუსტრიისთვის სასურველი მასალა.
სერებრენიკოვს ძველი ამბის ახალი ვიზუალური დესკრიფციის მიზანი ჰქონდა.
მისი მცდელობა ცნობილი კომპოზიტორის, პეტრე ჩაიკოვსკის (ოდინ ბაირონი) ცოლის, ანტონინა მილიუკოვას (ალიონა მიხაილოვა) ცხოვრების, გნებავთ, ამ ცხოვრების განადგურების ტრაგედიის ჩვენება იყო. სერებრენიკოვი მე-19 საუკუნის ამბავში თანამედროვეობისთვის მიმზიდველი შრეების წარმოჩენას კინოენით ეცადა, მაგრამ მაყურებელს ახალი ვერაფერი შესთავაზა.
რეჟისორის ემპათიის გარეშე, საზარელ მოცემულობაში გამომწყვდეული პერსონაჟები, მეტწილად კარიკატურულები აღმოჩნდნენ, რის გამოც რუსული კულტურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ქალი, რომელსაც ირგვლივმყოფები უპირისპირდებიან და მისი, როგორც ცოლის, გენიოსის ცხოვრებიდან გასაქრობად და გასანადგურებლად საზარელ სცენარს იგონებენ, თითქოს, სათანადო თანაგრძნობის გარეშე დარჩა.
რეალური ამბების მიხედვით გადაღებულ ფილმში სასოწარკვეთილი ქალის მდგომარეობის აღსაწერად რეჟისორი ჩაიკოვსკის ცოლის ცნობიერების ნაკადის, შფოთის და ობსესიის ილუსტრაციებს წარმოგვიდგენს. სერებრენიკოვისთვის დამახასიათებელ ფსიქოდელიურ ატმოსფეროში მასტურბირების და შიშველი კაცების თამამ სცენებს ვხედავთ; ჭარბობს მუსიკა და ბევრი შეკითხვაც ჩნდება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფილმის პრესკონფერენციაზე მსოფლიო პრესას ჩაიკოვსკის ცოლის შესახებ შეკითხვები არ გასჩენია.
ერთი საათის განმავლობაში ფილმის ირგვლივ მხოლოდ ერთი შეკითხვა გაისმა: მიმდინარე ამბებში სრულყოფილად ჩახედულ ჟურნალისტებს აინტერესებდათ, თუ რას ფიქრობს ე.წ. პუტინის პატიმარი ომზე, უკრაინასა და რუსეთზე? რატომ იღებს ფულს რომან აბრამოვიჩისგან? ომში დაზარალებულებს თუ ეხმარება?
სერებრენიკოვი თანაუგრძნობს უკრაინელებს; თანაუგრძნობს სახლებიდან იძულებით გაქცეულ უკრაინელებს და რუსებს. აუდიტორიას ახსენებს, რომ ამ ომს უკრაინელებთან ერთად რუსი ლტოლვილებიც ჰყავს.
რეჟისორმა ახსენა მებრძოლები, იძულებული მსხვერპლი — არ იცოდნენ სად მიდიოდნენ, დაიღუპნენ; მათ დარჩათ ოჯახები. ჩვენ ყველამ ომის მსხვერპლთა ჰუმანიტარულ დახმარებაზე უნდა ვიფიქროთ და მე ამას ვაკეთებო.
"რაღაც დრომდე ჩვენი ხელისუფლება არ იყო ასეთი ტოქსიკური, ჩვენ ვთანამშრომლობდით მათთან, თეატრების და დიდი კულტურული ღონისძიებების ერთადერთი ფინანსური მხარდამჭერი სახელმწიფოა.
შესაბამისად, რაღაც დრომდე, ის ლოგო, რომელიც პრეზიდენტის მხარდაჭერას გულისხმობდა, სამარცხვინო არ იყო".
პრესკონფერენციაზე რეჟისორმა ისიც დააზუსტა, რომ რომან აბრამოვიჩი ოლიგარქი არაა, ის ჩინოვნიკია. ხელოვნების მხარდამჭერი.
სერებრენიკოვი ამბობს, რომ კულტურა ჰაერივითაა, როგორც წყალი და ღრუბელი. ის ჩვენს მიღმაა, არ შეიძლება რუსული ენის აკრძალვა, არ შეიძლება დოსტოევსკის, ჩაიკოვსკის აკრძალვა.
ცუდ დროში კინოს, თეატრს და მუსიკას შეუძლია, ადამიანებს თავი ცოცხლად აგრძნობინოსო.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
კომენტარები