ჩინეთში დინოზავრის 66 მილიონი წლის წინანდელი ემბრიონები აღმოაჩინეს
დინოზავრთა კვერცხები ჩვენი პლანეტის სხვადასხვა ნაწილშია აღმოჩენილი, თუმცა ემბრიონთა ნაშთებს პალეონტოლოგები იშვიათად თუ აგნებენ ხოლმე. ეს იმას განაპირობებს, რომ ამ უზარმაზარი ცხოველების განვითარების ეტაპების შესახებ ჩვენი ცოდნა, გარკვეულწილად, შეზღუდულია.
ეს შესაძლოა, მალე შეიცვალოს, რადგან შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმში მომუშავე სპეციალისტებმა, ჩინეთის დედამიწის მეცნიერებათა უნივერსიტეტში მოღვაწე კოლეგებთან ერთად, ძიანსის პროვინციაში დინოზავრის 2 ემბრიონი აღმოაჩინეს.
მათი მახასიათებლების გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ საქმე ბალახისმჭამელ ჰარდოზავრებთან გვაქვს, რომელთა ასაკიც კი 66-72 მილიონი წელია. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი დღემდე ყველაზე კარგად მოღწეულ ნიმუშებად მიიჩნევა.
მეცნიერებმა სუბსფერულ კვერცხებს ზედა ცარცული პერიოდის ქანების აფეთქებისას მიაგნეს. ისინი ახლა ფუძიანის პროვინციაში მდებარე ინგიანგ სთოუნის საბუნებისმეტყველო მუზეუმში ინახება.
ერთ-ერთ ნიმუშს, რომელიც 9 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე ელიფსურ კვერცხშია მოთავსებული, ავტორებმა "ინგის ნაშიერი" უწოდეს. მათი შესწავლით ვიგებთ, რომ ჰარდოზავრები პატარა კვერცხებს დებდნენ, შესაბამისად, ემბრიონებიც მცირე ზომისანი იყვნენ და სხეული გვიან უვითარდებოდათ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში BMC Ecology and Evolution გამოქვეყნდა.
კომენტარები