ვიდეოები, რომლებშიც ამბერ ჰერდის ჩვენებას დასცინიან, TikTok-ზე ვირუსულად ვრცელდება
უკვე რამდენიმე დღეა, ამბერ ჰერდისა და ჯონი დეპის სასამართლო პროცესიდან ამოჭრილი მოკლე ვიდეოები TikTok-ზე ვირუსულად ვრცელდება. ამბერ ჰერდის ჩვენებიდან ამოჭრილ მოკლე ვიდეოებს, რომლებშიც მსახიობს დასცინიან, მილიონობით ნახვა აქვს.
ერთ-ერთმა ასეთმა მოკლე ვიდეომ 5 დღეში 30 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ვიდეოში ამბერ ჰერდი ძალადობის შესახებ ემოციურად ჰყვება, რასაც თან ახლავს მოსამართლის ფორმაში გამოწყობილი კიმ კარდაშიანი, რომელსაც "განაჩენი გამოაქვს".
კიდევ ერთ ვირუსულ ვიდეოში ტიკტოკის მომხმარებელი ამბერ ჰერდს ჰბაძავს და ძალადობის შესახებ ემოციურად ჰყვება. ამ ვიდეოსაც უკვე 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და მომხმარებლები ამბერ ჰერდის დაცინვას არ ერიდებიან.
TikTok-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამბერ ჰერდის შესახებ რამდენიმე ვიდეო უკვე წაშალეს, რომელიც პლატფორმის წესებს ეწინააღმდეგებოდა და ეს პროცესი ისევ გრძელდება.
"ტიკტოკი კრძალავს ისეთი შინაარსის მქონე ვიდეოებს, რომლებშიც ძალადობრივი ტრაგედიის მსხვერპლს შეურაცხყოფას აყენებენ. გარდა ამისა, ტიკტოკის პოლიტიკის შესაბამისად, ჩვენ ვშლით შეურაცხმყოფელ ვიდეოებს, მათ შორის მუქარასა და დამამცირებელ განცხადებებს, რომლებიც ინდივიდის დაცინვას, შერცხვენას, დაშინებას ან ზიანის მიყენებას ემსახურება", — ვკითხულობთ ტიკტოკის განცხადებაში.
მიუხედავად ასეთი განცხადებისა, ამ ეტაპზე ტიკტოკზე ისევ ბევრი ვიდეო რჩება, რომლებშიც ამბერ ჰერდის სასამართლოზე მიცემულ ჩვენებას დასცინიან. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ამბერ ჰერმა სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულებს რამდენიმე შემთხვევის შესახებ უამბო, როდესაც ჯონი დეპმა მასზე ფიზიკურად იძალადა.
"ჩემთვის საშინელებაა კვირების განმავლობაში აქ ჯდომა და ამ ყველაფრის გამეორება. ეს ყველაზე მტკივნეული და რთული რამაა, რაც ოდესმე გამომივლია", — განაცხადა ამბერ ჰერდმა სასამართლო პროცესზე.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები