ცერცვაძის თქმით, თანამდებობაზე რჩება
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თანამდებობაზე რჩება. ის ფიქრობს, რომ წინა განცხადება ემოციური იყო და განმარავს, რატომ აპირებდა წასვლას და რატომ გადაიფიქრა.
"ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება მაინც ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს რომ დავრჩე, არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, რომ მთელი ქვეყანა დაინგრა და ყველა ჩემს წინააღმდეგაა, ესაა საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი. იმდენად მცირე ნაწილი, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვერ ვიგრძენი — ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში, ელემენტარულად, ქუჩაში, მაღაზიაში. საზოგადოების მხრიდან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა. ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, აი, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს", — თქვა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
შეგახსენებთ, 4 მაისს ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ "გულნატკენი და შეურაცხყოფილი" იყო და თანამდებობის დატოვებას ფიქრობდა. მიზეზად მან უსამართლო და უსაფუძვლო ცილისწამებები და ბრალდებები დაასახელა.
დღეს, პირველი არხის ეთერში განმარტა, რომ გულისხმობდა, საზოგადოების ნაწილის მხრიდან თავდასხმას. ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის სიტყვებს, რომ კოვიდპანდემიის მართვისას თანხები გაიფლანგა, კონკრეტული ჯგუფი მის წინააღმდეგ იყენებდა.
რაც შეეხება მინისტრის კომენტარს, 27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა კოვიდკლინიკებისთვის გამოყოფილი თანხები. ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ ზოგიერთი კლინიკა თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა და პაციენტებს საჭიროზე დიდხანს აჩერებდნენ. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ კლინიკებზე საუბრობდა.
"ექთნებს და ექიმებს სახელმწიფოს მიერ გადახდილ დანამატებს არ აძლევდნენ და სამწუხაროდ არის რამდენიმე კლინიკაში შემთხვევა, როდესაც დირექტორები და მოადგილეები 5-ჯერ, 10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასს მათ ხარჯზე", — ამბობდა მინისტრი.
მას შემდეგ, რაც ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა, აზარაშვილმა განმარტა, რომ სამინისტრო არ გეგმავს ინფექციური საავადმყოფოს შემოწმებას კოვიდკლინიკებში თანხების არამიზნობრივად გახარჯვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ კლინიკის ექიმები თავად არიან ჩართული სხვადასხვა დაწესებულების შემოწმების პროცესში.
ცერცვაძის თქმით, მინისტრს უკვე ესაუბრა და როდესაც შესაძლებლობა ექნება, პირადადაც ნახავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
კომენტარები