Tesla-ს სერვისი თეგეტა მოტორსში
მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის Tesla-ს სერვისს მომხმარებელს თეგეტა მოტორსი სთავაზობს. სერვისცენტრში შესაძლებელია ავტომობილის სრული დიაგნოსტირება, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა.
Tesla-ს ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ამას სტატისტიკაც ადასტურებს — 2022 წელს ბრენდის გაყიდვებმა, დაახლოებით, 60%-ით მოიმატა. მართალია, დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, შედარებით ნელა, მაგრამ მათი რიცხვი საქართველოშიც მზარდია. ამ განსხვავებული ელექტროსისტემის მქონე ავტომობილს გამორჩეული სერვისი, რაიმე პრობლემის შემთხვევაში კი, სპეციფიკური დიაგნოსტიკა, ანალიზი თუ გადაჭრის გზები სჭირდება.
თეგეტა მოტორსის გუნდმა, სერვისის დანერგვამდე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგები გაიარა. მიღებული გამოცდილება კომპანიის სერვისცენტრში გადმოიტანეს და ყველა სამუშაოს კვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსები ასრულებენ.
"ელექტრომობილების მომსახურება 2017 წლიდან დავიწყეთ, თუმცა მათ შორის არ იყო Tesla, რადგან ჩვენს რეგიონში ამ მარკის ავტომობილები პრაქტიკულად არ გვხვდებოდა. ბაზრის ანალიზის შედეგად, შევნიშნეთ ტესლას მარკის ავტომობილების რაოდენობის ზრდის ტენდენცია. დავიწყეთ ჩვენი მექანიკოსების გადამზადება, რათა პოტენციური მომხმარებლებისთვის შესაბამისი სერვისი მიგვეწოდებინა", — ამბობს ნიკა ბოჭოიძე, თეგეტა მოტორსის საინჟინრო-ტექნიკური განყოფილების უფროსი.
თეგეტა მოტორსში ამბობენ, რომ Tesla-ს ელექტრონული დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება როგორც ოფიციალური სადილერო დიაგნოსტიკური პლატფორმა, ისე ბაზარზე არსებული სხვა წამყვანი მოწყობილობები.
"შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებისგან განსხვავებით, Tesla-ს სპეციფიკური ელექტრონული სისტემა აქვს. ამიტომ ამ ბრენდის ავტომობილებს განსხვავებული მიდგომა და აპარატურა სჭირდება. სწორედ ამისათვის მოვემზადეთ და ახლა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ Tesla-ს მომხმარებელს უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატურით ვემსახურებით", — ამბობს ბექა ქაშიბაძე, თეგეტა მოტორსის ტექნიკური მენეჯერი.
კომპანიაში გეგმავენ, რომ თბილისის შემდეგ, Tesla-ს სერვისი, ბათუმის ფილიალშიც დაინერგოს. სხვა რეგიონებში კი მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედებენ.
"შეკეთების პროცესს ძირითადად ის ართულებს, რომ ბაზარზე ავტომობილის სათადარიგო ნაწილების დეფიციტია. მხოლოდ საქართველოს არ ვგულისხმობ, ზოგადად, კავკასიის რეგიონში მისი დეტალები ნაკლებად ხელმისაწვდომია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თუმცა ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. გვინდა, მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და ჩვენს სერვისში, ერთი მომწოდებლისგან, ერთ სივრცეში ტესლას ელექტრონიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მოაგვაროს", — ამბობს ბექა ქაშიბაძე.
Tesla-ს ახალ, ოფიციალურ სადილერო დიაგნოსტიკის აპარატს თეგეტა მოტორსში სერვისისთვის უკვე იყენებენ და ისეთი სერვისების დამატებას გეგმავენ, რაც ამ ეტაპზე ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის.
თეგეტა მოტორსის შესახებ — ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
როცა ტკბილი გინდება — 6 სასარგებლო ალტერნატივა როცა ტკბილი გინდება — 6 სასარგებლო ალტერნატივა
-
ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ
გადახედვა
-
ენმ-ის წევრს, ზვიად კუპრავას 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა ენმ-ის წევრს, ზვიად კუპრავას 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა შეიძლება მზის სიკვდილს გადაურჩეს ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა შეიძლება მზის სიკვდილს გადაურჩეს
გადახედვა
-
Wasteless-ის ეკოინიციატივა გრძელვადიან ცვლილებას კახეთიდან იწყებს — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი Wasteless-ის ეკოინიციატივა გრძელვადიან ცვლილებას კახეთიდან იწყებს — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
საია: სახელმწიფო ვალდებულია ელენე ხოშტარიას ადეკვატური მკურნალობა და სამოქალაქო კლინიკაში დროული გადაყვანა უზრუნველყოს საია: სახელმწიფო ვალდებულია ელენე ხოშტარიას ადეკვატური მკურნალობა და სამოქალაქო კლინიკაში დროული გადაყვანა უზრუნველყოს
გადახედვა
-
ლანა ღოღობერიძე: ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანა და ეს საკამათო და საფიქრალია ლანა ღოღობერიძე: ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანა და ეს საკამათო და საფიქრალია
გადახედვა
-
მილი ბობი ბრაუნი და დევიდ ჰარბორი ახალ სერიალში კვლავ მამა-შვილის როლებს მოირგებენ მილი ბობი ბრაუნი და დევიდ ჰარბორი ახალ სერიალში კვლავ მამა-შვილის როლებს მოირგებენ
გადახედვა
-
სახელმწიფო უწყებებისთვის კიდევ 164 ჰიბრიდული ავტომობილის შესასყიდად ₾10 მლნ-ზე მეტი გამოიყოფა სახელმწიფო უწყებებისთვის კიდევ 164 ჰიბრიდული ავტომობილის შესასყიდად ₾10 მლნ-ზე მეტი გამოიყოფა
გადახედვა
-
შსს-მ ₾37 მლნ-ზე მეტი ღირებულების 700 კგ-მდე ნარკოტიკი გაანადგურა შსს-მ ₾37 მლნ-ზე მეტი ღირებულების 700 კგ-მდე ნარკოტიკი გაანადგურა
გადახედვა
-
თერმო ცენტრში პანელური, სექციური და დეკორატიული რადიატორების ყველაზე ფართო არჩევანი დაგხვდებათ თერმო ცენტრში პანელური, სექციური და დეკორატიული რადიატორების ყველაზე ფართო არჩევანი დაგხვდებათ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
-
ქვიზი: გამოიცანი კალათბურთის მოთამაშე სილუეტით ქვიზი: გამოიცანი კალათბურთის მოთამაშე სილუეტით
-
ანტარქტიდის პირველი დინოზავრის ძვალი უჯრაში შენახული იპოვეს ანტარქტიდის პირველი დინოზავრის ძვალი უჯრაში შენახული იპოვეს
გადახედვა
-
ისრაელში საქართველოს ელჩად ბექა დვალი დაინიშნა ისრაელში საქართველოს ელჩად ბექა დვალი დაინიშნა
გადახედვა
-
საფრანგეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა — პილოტი და ათივე მგზავრი დაიღუპა საფრანგეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა — პილოტი და ათივე მგზავრი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელმა სომეხთა გენოციდი აღიარა ისრაელმა სომეხთა გენოციდი აღიარა
გადახედვა
-
რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ევროპაში — ჯანმოს განცხადებით, მსხვერპლი 1 300-ს აჭარბებს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ევროპაში — ჯანმოს განცხადებით, მსხვერპლი 1 300-ს აჭარბებს
გადახედვა
-
სიახლე PSP-ში — ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან სიახლე PSP-ში — ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
-
მზადება ახალი თავგადასავლისთვის — თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება მზადება ახალი თავგადასავლისთვის — თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
-
ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები