გაუჩინარებული თანამშრომლები, რომლებიც ომის დროს ცხოველებს ეხმარებოდნენ, გარდაცვლილები იპოვეს — უკრაინული ზოოპარკი
უკრაინის ქალაქ ხარკოვში მდებარე ზოოპარკის ცნობით, მათი ორი თანამშრომელი, რომელიც მარტის თვეში გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპულები რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ ზოოპარკის ცხოველებს ეხმარებოდნენ.
"დაგვიდასტურეს, რომ ჩვენი ორი თანამშრომელი, რომელიც მარტის დასაწყისში გაუჩინარდა, დაიღუპა. როცა ომი დაიწყო, მათ ქალაქში დარჩენა და ცხოველების გამოკვება გადაწყვიტეს", — წერია ზოოპარკის გავრცელებულ განცხადებაში, — "ადგილზე ჩვენ 7 მარტს მივედით, თუმცა, იქ ისინი ვერ ვიპოვეთ. დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით ჩვენც და ძალოვნებიც. ბოლო მომენტამდე გვქონდა იმედი, რომ მათ რამე საშინელება არ შეემთხვათ და ისევ ცოცხლები იყვნენ. თუმცა, გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათი ცხედრები იპოვეს. ჩვენს თანამშრომლებს მტრებმა ესროლეს, მათი ცხედრები კი ოთახში ჩაკეტეს".
ზოოპარკის თქმით, დაღუპული თანამშრომლები "საოცარი და მებრძოლი ადამიანები" იყვნენ.
სხვათა შორის, სწორედ ხარკოვის ზოოპარკმა განაცხადა რამდენიმე კვირის წინ, რომ ომით შექმნილი კრიზისის გამო მათ შეიძლება ცხოველები დაეძინებინათ. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ზოოპარკის ბინადრებისთვის დროებითი შემფარებლები იპოვეს. როგორც ბოლოდროინდელი განცხადებიდან ირკვევა, ცხოველების ევაკუაცია ისევ გრძელდება.
"ბოლო ცხოველების გაყვანა რთული იყო, თუმცა, ეს მოვახერხეთ და ახლა ყველა მათგანი დროებით თავშესაფარში თავს კარგად გრძნობს. ნამდვილად ყველა ცხოველს გადავარჩენთ", — დასძენს ზოოპარკის ადმინისტრაცია.
თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შედეგად, რომელიც უკვე თვენახევარზე მეტია, გრძელდება, ცხადია, მხოლოდ ცხოველები არ დაზარალებულან. ასობით დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეს შორის ბავშვებიც არიან, მილიონობით უკრაინელს კი საკუთარი სახლის დატოვება მოუწია.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები