8 პოდკასტი მენტალურ ჯანმრთელობაზე
ფოტო: Alaina Johnson / Dribbble
ბოლო წლებში მენტალური ჯანმრთელობა აქტუალურ თემად იქცა — თუმცა კი, აქამდეც გვაწუხებდა დეპრესია, შფოთვა თუ სხვა პრობლემები, უბრალოდ, ათიოდე წლის წინ ამაზე საუბარს ჯერ კიდევ ყველანი ვერიდებოდით. იმ ადამიანებს, ვისაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს, საზოგადოებაში ღიად საუბარი განსაკუთრებით გვიჭირს და ამიტომაც კიდევ უფრო გვირთულდება მათი პოვნა, ვინც მოგვისმენს და თანაგვიგრძნობს. იმისთვის, რომ რთულ დროს მარტოსულობა შეგვიმსუბუქდეს, პოდკასტები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ამ სტატიაში 8 პოდკასტს გაგაცნობთ მენტალურ ჯანმრთელობაზე, სადაც ადამიანები არა მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ, არამედ სხვადასხვა პრობლემასთან გასამკლავებელ ტექნიკებსაც გვასწავლიან. თითოეული პოდკასტი შესაშური გულწრფელობით გამოირჩევა, რაც მსმენელებს გვამხნევებს და მენტალური კეთილდღეობის რთულსა და გრძელ გზაზე მაშველ რგოლად გვევლინება.
1. The Hardcore Self-Help Podcast
ფოტო: The Hardcore Self-Help Podcast
ვისაც მენტალური პრობლემები გვაწუხებს, ჩვენი მდგომარეობის დასახასიათებლად ალბათ ხშირად გვითქვამს ასეთი ფრაზები: "დეპრესია მაქვს", "პანიკური შეტევები მაწუხებს" და ა.შ., ისე რომ, ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, სწორად აღვწერთ თუ არა ჩვენს პრობლემებს. სპეციალისტთა ენა რომ ძალიან რთულია, ეს კარგად მოგეხსენებათ, ჩვეულებრივი მოკვდავები კი ვცდილობთ, რომ ჩვენი კომპლექსური პრობლემები მარტივ ფრაზებამდე დავიყვანოთ.
დოქტორ რობერტ დაფის მიერ პოდკასტ The Hardcore Self-Help-ის შექმნის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ რთული ფსიქოლოგიური ტერმინები ჩვენთვის, მსმენელებისთვის მარტივად აეხსნა. თუმცა, პოდკასტის მასპინძელი მხოლოდ ამით არ კმაყოფილდება და, შესაბამის ექსპერტებთან ერთად, ერთგულ მსმენელთა კითხვებსაც სცემს პასუხს.
2. Feeling Good
ფოტო: Feeling Good with Dr. Burns
თერაპიისა და მედიკამენტების მიღმა ყველას გვჭირდება ერთი რამ, რასაც გვერდს ვერავინ ავუვლით, თუკი გვინდა, რომ ჯანსაღად და ბედნიერად ვიცხოვროთ — თვითდახმარების გარეშე ბევრს ვერაფერს გავხდებით. დოქტორ ბარნსის პოდკასტი სწორედ ის გზაა, რომლითაც დეპრესიასა და შფოთვასთან გასამკლავებელ ახალ ტექნიკებს ისწავლით.
ბარნსი სერტიფიცირებული ფსიქიატრია და კოგნიტურ-ბიჰეივორულ თერაპიაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამიტომაც მოდუნდით, მშვიდად უსმინეთ პროფესიონალის რჩევებს და შეეცადეთ, შესაბამისად გამოიყენოთ და დანერგოთ თქვენს ცხოვრებაშიც.
3. The Happiness Lab
ფოტო: The Happiness Lab
თუკი ფიქრობ, რომ ბედნიერება კარგ სამსახურზე, ბევრ ფულსა და ძვირადღირებულ შვებულებებზეა დამოკიდებული, მაშინ იელის პროფესორი და ფსიქოლოგი ლორი სანტოსი ნამდვილად შეგაცვლევინებს აზრს. The Happiness Lab სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით გვიყვება იმაზე, თუ ზუსტად რა გვაბედნიერებს ადამიანებს.
თითოეულ ეპიზოდში ბედნიერებასთან დაკავშირებული მცდარი წარმოდგენებია განხილული და ყველა ის ისტორია, რასაც ამ პოდკასტში მოისმენთ, ბედნიერების კონცეფციაზე ხელახლა დაგაფიქრებთ.
4. The Mental Illness Happy Hour
ფოტო: The Mental Illness Happy Hour
კომიკოსი პოლ ჯილმარტინი არც ექიმია და არც რაიმე სახის სპეციალისტი — სამედიცინო გამოცდილებით არც მისი სტუმრები გამოირჩევიან, თუმცა ეს პოდკასტი არც კი ცდილობს თერაპიის ჩანაცვლებას. "ეს უფრო მოსაცდელი ოთახია, სადაც ყოფნა არ ტეხავს", — ამბობს ჯილმარტინი, რომლის მთავარი მიზანიც მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბარი და ამით სხვებისთვის მდგომარეობის შემსუბუქებაა.
The Mental Illness Happy Hour-ის თითოეული ეპიზოდის განმავლობაში ცრემლები ხან გულწრფელი საუბრისა და სხვისი ტკივილის გაზიარებისგან, ხან კი იმ ხუმრობებზე სიცილისგან წამოგივათ, რომლითაც ამ პოდკასტის სტუმრები ნამდვილად გამოირჩევიან.
5. Terrible, Thanks For Asking
ფოტო: Terrible, Thanks For Asking
ეს პოდკასტი იმ ადამიანებისთვისაა, ვინც დაიღალა კითხვაზე "როგორ ხარ?" შემდეგი პასუხის გაცემით — "არა მიშავს". პოდკასტის წამყვანის — ნორა მაკინერნის ცხოვრება სულ რამდენიმე კვირაში თავდაყირა დადგა: მან ჯერ მამა, შემდეგ ქმარი დაკარგა, ბოლოს კი მუცელი მოეშალა. აქედან გამომდინარე, ნორას წიგნებიცა და მისი პოდკასტიც იმას გვასწავლის, თუ როგორ დავდგეთ ფეხზე მაშინ, როცა ყველაფერი თავზე გვენგრევა.
ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ სევდიანი და ხანდახან ორივე ერთად — Terrible, Thanks For Asking იმისთვის არსებობს, რომ ყოველ ჯერზე გულწრფელი პასუხი გავცეთ კითხვას: "როგორ ხარ?".
6. The Hilarious World of Depression
ფოტო: The Hilarious World of Depression
ზოგჯერ უფასო სთენდაფ კომედია, ზოგჯერ თერაპიის სესია — ეს ამ პოდკასტის საუკეთესო დახასიათებაა. ვეტერანი რადიოწამყვანი ჯონ მო იმ კომიკოსებს იწვევს სტუმრად, ვისაც ოდესმე დეპრესია გამოუცდია. ამით მო ცდილობს, რომ დეპრესიის გარშემო არსებული სტიგმა შეამციროს და ჩვენ, მსმენელებს, ვისაც მსგავსი გამოცდილება გვაქვს, სხვა კუთხით დაგვანახოს ეს დაავადება.
მიუხედავად იმისა, რომ წამყვანიცა და სტუმრებიც იუმორით უდგებიან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს, იშვიათია პოდკასტი, რომელიც ასეთი გულწრფელობით გამოირჩევა.
7. Anxiety Slayer Podcast
ფოტო: Anxiety Slayer
ეს შფოთვასთან დაკავშირებული პოდკასტი ტექნიკებს, მედიტაციებსა და ხერხებს აერთიანებს, რაც ამ პრობლემასთან გამკლავებაში დაგვეხმარება. მასპინძლებს — შან ვანდერ ლიკსა და ანანგა სივიერს სურდათ, რომ ამ პოდკასტის სახით იმ ადამიანებისთვის გამოეცხადებინათ მხარდაჭერა, ვინც ლამის ყოველდღიურ და დამღლელ შფოთვას ებრძვიან.
პოდკასტი უკვე 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოწერა — ალბათ, ესეც დაგარწმუნებთ იმაში, რომ თუკი შფოთვა გაწუხებთ, ეს ის აუდიო მასალაა, რომელსაც აუცილებლად უნდა მოუსმინოთ.
8. სიმშვიდის ლაბორატორია
ფოტო: სიმშვიდის ლაბორატორია
ყველაზე გემრიელი ლუკმა კი ბოლოს მოვიტოვეთ — თუ ინგლისურს საკმარისად ვერ ფლობთ, რომ აუდიომასალას ამ ენაზე უსმინოთ, ქართულადაც მოგვეპოვება ერთი საინტერესო, მაგრამ თან სახალისო პოდკასტი — სიმშვიდის ლაბორატორია, რომელიც სხვა, მენტალურ ჯანმრთელობაზე შექმნილ პოდკასტებს არაფრით ჩამოუვარდება.
მასპინძლები — ანინა ტეფნაძე და ნინიკო ლეკიშვილი მსუბუქი იუმორით გვიზიარებენ როგორც საკუთარ გამოცდილებას, ასევე მათი მეგობრებისა და ოჯახის წევრების გზას მენტალური კეთილდღეობის მისაღწევად, სადაც ყველანი ამოვიცნობთ საკუთარ თავს. შფოთვა, დეპრესია, ადიქცია და სხვა თემები, რაც განსაკუთრებით ახლა — ლამის 3-წლიანი პანდემიის შედეგად ყველას გვაწუხებს, უკვე განხილულია პოდკასტის აქამდე გამოსულ 10 ეპიზოდში.
თუკი თავისუფალ დროს პოდკასტების მოსმენა შენი ჰობია და საყვარელი შოუებსა და ეპიზოდებზე სასაუბრო სივრცეს ეძებ, მაშინ აუცილებლად უნდა შემოგვიერთდე ჯგუფში — ერთი პოდკასტიც და...
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
კომენტარები