ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართა
ფოტო: ეროვნული ბანკი
11 აპრილს, ეროვნულმა ბანკმა საკასო ცენტრში უმასპინძლა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებს დეტალურად გააცნეს ეროვნული ბანკის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს საფინანსო სექტორში საერთაშორისო ფინანსური სანქციების დაცვით განხორციელდა. ფინანსური სანქციები აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არაა, ხოლო მათ საქმიანობას მუდმივად აკონტროლებს ეროვნული ბანკი.
"საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც გამორიცხავს ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის 1 აპრილის პრესრელიზში გაკეთებული ჩანაწერიც ადასტურებს, იმას, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა სრულად ითვალისწინებს სანქციებს", — განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
''საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად გაატარა. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მძლავრი სისტემა აქვს შემუშავებული იმისათვის, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ მის მიერ უკრაინის ოკუპაციის გამო დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ეს რუსეთის მიერ უკრაინის უკანონო დაპყრობაზე რეაგირების უმთავრესი ასპექტია. სანქციების დაწესების მიზანი პუტინის საომარი მანქანის მოშლა და რუსული ჯარის მიერ უკრაინის ხალხისთვის ზიანის და ტკივილის მიყენების უნარის შეზღუდვაა. ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველომ სათანადო ღონისძიებები გაატარა, რადგან ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც გვთავაზობს, რომ საქართველო სანქციების ასარიდებლად იქნებოდა გამოყენებული, დამღუპველი იქნებოდა არა მხოლოდ სანქციების დაწესების რეჟიმის, არამედ უკრაინის და თვითონ საქართველოსთვისაც'', — განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა.
კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის, ხაზი გაუსვა ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას და სთხოვა, თავიანთი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ ორგანიზაციებს აცნობონ საქართველოს ფინანსური სისტემის სანქციების სრული დაცვით ფუნქციონირების შესახებ.
-
ბრინჯაოს ხანის "შამანი", რომელიც ადრე კაცი ეგონათ, სინამდვილეში ქალი აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის "შამანი", რომელიც ადრე კაცი ეგონათ, სინამდვილეში ქალი აღმოჩნდა
გადახედვა
-
დაბადებიდან უსინათლო ადამიანებში შიზოფრენიის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა — რატომ? დაბადებიდან უსინათლო ადამიანებში შიზოფრენიის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა — რატომ?
გადახედვა
-
9 არაჩვეულებრივი ფაქტი ზვიგენის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, არ იცოდით 9 არაჩვეულებრივი ფაქტი ზვიგენის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, არ იცოდით
გადახედვა
-
ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, დინოზავრების გადაშენებაზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, დინოზავრების გადაშენებაზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს
გადახედვა
-
ოკეანის ფსკერზე ოქროს რეკორდული კონცენტრაცია აღმოაჩინეს ოკეანის ფსკერზე ოქროს რეკორდული კონცენტრაცია აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი: ტრამპის წერილის შემდეგ შეიძლება ოპოზიციას ძილი გაუქრა და დაეკარგა ლევან მახაშვილი: ტრამპის წერილის შემდეგ შეიძლება ოპოზიციას ძილი გაუქრა და დაეკარგა
გადახედვა
-
გონივრული არჩევანი თუ ახალი აკვიატება — როგორ შეცვალა აპლიკაციებმა ჩვენი კვება გონივრული არჩევანი თუ ახალი აკვიატება — როგორ შეცვალა აპლიკაციებმა ჩვენი კვება
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი, რას ჭამს სხვადასხვა ცხოველი — ბალახს თუ ხორცს? ტესტი: გამოიცანი, რას ჭამს სხვადასხვა ცხოველი — ბალახს თუ ხორცს?
-
ვინ არიან ძმები ტეიტები, რომელთაც UK-ში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული 59 ბრალდება აქვთ? ვინ არიან ძმები ტეიტები, რომელთაც UK-ში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული 59 ბრალდება აქვთ?
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსმა გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა მოტორსმა გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
-
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
-
საფრანგეთში 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას კენჭს უყრიან — კანონი შესაძლოა სექტემბრიდან ამოქმედდეს საფრანგეთში 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას კენჭს უყრიან — კანონი შესაძლოა სექტემბრიდან ამოქმედდეს
გადახედვა
-
სებ-მა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები და კიდევ 11 პროვაიდერი 3000 და 9000 ლარით დააჯარიმა სებ-მა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები და კიდევ 11 პროვაიდერი 3000 და 9000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ენდი ბერნემს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად დანიშვნა მიულოცეს ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ენდი ბერნემს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად დანიშვნა მიულოცეს
გადახედვა
-
10 ცნობილი ნახატი უკნიდან — მხატვარმა ცნობილი ნამუშევრების ახლებური ვერსიები შემოგვთავაზა 10 ცნობილი ნახატი უკნიდან — მხატვარმა ცნობილი ნამუშევრების ახლებური ვერსიები შემოგვთავაზა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებს, უნდა ხედავდეთ არა ცალ-ცალკე პარტიებს, არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას ელენე ხოშტარია: ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებს, უნდა ხედავდეთ არა ცალ-ცალკე პარტიებს, არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას
გადახედვა
-
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
-
როგორ შეიცვალნენ მსახიობები სადებიუტო როლიდან დღემდე — ნახეთ ფოტოები როგორ შეიცვალნენ მსახიობები სადებიუტო როლიდან დღემდე — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
TI: საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს TI: საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს
გადახედვა
-
შიო III ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს შიო III ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს
გადახედვა
-
"არჩევნები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ჩატარდება" — ნიკარაგუას პრეზიდენტმა არჩევნები გააუქმა "არჩევნები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ჩატარდება" — ნიკარაგუას პრეზიდენტმა არჩევნები გააუქმა
გადახედვა
კომენტარები