ელენე ხოშტარია

21 Jul. 2026, 14:36

"დღის წესრიგი, ბუნებრივად, გადავსებულია ინფორმაციით, თუ რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის ლიდერებს. სინამდვილეში კი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი. მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას. დე ფაქტო მმართველი, რომელიც ევროპას და ამერიკას აცხადებს მტრად; დე ფაქტო მმართველი, რომელიც საკუთარ თავს აიგივებს სახელმწიფოსთან; დე ფაქტო მმართველი, რომელიც ყველაზე დიდ მტერს, 21-ე საუკუნის კიბოს — რუსეთს მეგობრად მიიჩნევს და რომლისთვისაც ადამიანი არ წარმოადგენს არანაირ ფასეულობას, არც საკუთარ გარემოცვაში მყოფი და მით უფრო არც ოპონენტებში, ვერ უნდა ქმნიდეს დღის წესრიგს. ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ ყოველდღიურად, რადგან ჩვენ ვერჩით მას და აუცილებლად დავამარცხებთ, მიუხედავად იმისა, რამდენწლიან სასჯელს მოიგონებს ოპონენტებისთვის.

ამ გამარჯვებისთვის კი, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ერთიანობა, არამედ თანმიმდევრული და დისციპლინირებული მუშაობა. ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებს; უნდა ხედავდეთ არა ცალ-ცალკე პარტიებს, არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას; არა კამათს, რომელ არჩევნებში ვინ მიიღებს მონაწილეობას, არამედ ბრძოლას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ყოველ დილით თქვენ უნდა გიხსნიდეთ ოპოზიცია, რომ რუსეთი მარცხდება და უკრაინა იმარჯვებს; რომ დასავლეთი გაძლიერებულია და რუსეთი დასუსტებული. უნდა ხედავდეთ, როგორ იცავს ოპოზიცია უსამართლოდ დაჩაგრულ ნებისმიერ ადამიანს; როგორ ამხელს და აშიშვლებს სისტემას. აი, ეს უნდა ვაკეთოთ ყოველდღე. ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია და გვევალება.
ბოლომდე!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ?

Manifest-ს — სერიალს თვითმფრინავზე, რომელიც საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში გაუჩინარდა და ხუთ-ნახევარი წლის შემდეგ…