მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი სახეობა, რომელიც კატების წარმოშობასთანაა დაკავშირებული
ახალი კვლევის თანახმად, კატები წარმოიშვნენ სასტიკი მტაცებლისგან, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში 42 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. ის ზომით საშუალოდ ორჯერ აღემატებოდა კატას და ისეთი ცხოველების მონადირება შეეძლო, როგორიცაა მარტორქა, აქლემი, ღორი და ცხენი.
ეს სახეობა იყო ერთ-ერთი პირველი ძუძუმწოვრებს შორის, რომლის კვებაც ძირითადად "ხორცის დიეტაზე იყო". ეს ნიშნავს, რომ მტაცებელს ხორცის ჭამის გარდა სხვა სახის საკვების მიღებაც შეუძლია.
წამყვანმა ავტორმა, დოქტორ ეშლი პუსტმა, სან დიეგოს ბუნებრივი ისტორიის მუზეუმიდან, აღნიშნა, რომ "ეს საინტერესო ფენომენია, თუმცა მსგავსი კვების სისტემა ახლა უცხო აღარ არის".
"ამ კვების სისტემას იყენებს ვეფხვი, ასევე პოლარული დათვი და შინაური კატა. თუმცა, 42 მილიონი წლის წინ ძუძუმწოვრები მხოლოდ ხორცზე იყვნენ აქცენტირებული. ასევე დიდი წინსვლა იყო ხორცის გადასამუშავებელი სპეციალიზირებული კბილების განვითარება — რასაც ვხედავთ ამ ახლად აღწერილ ნიმუშში“, — ამბობს ეშლი პუსტი.
ახლად აღმოჩენილი სახეობის ქვედა ყბა და კარგად შემონახული კბილები აღმოაჩინეს სან-დიეგოში, სამხრეთ კალიფორნიაში, კლდოვანი მთების დასავლეთით, ნამარხ ადგილას.
დიეგოაელურუსი (diegoaelurus vanvalkenburghae), მიეკუთვნება სახეობების იდუმალ ჯგუფს, სახელწოდებით machaeroidine. ეს სახეობა ახლა გადაშენებულია, თუმცა დაკავშირებულია დღევანდელ მტაცებლებთან.
არიზონას უნივერსიტეტის მკვლევარმა დოქტორ შონ ზაკმა თქვა: "ძალიან ცოტა რამ ვიცით მაკაეროიდინების (machaeroidines) შესახებ, ამიტომ ყოველი ახალი აღმოჩენა მნიშვნელოვნად აფართოებს მათ შესახებ ჩვენს ცოდნას. ეს კარგად შემონახული ნამარხი განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ის გვაძლევს საშუალებას გამოვიკვლიოთ კატების წინაპრების დიეტა".
ეს ხსნის ფანჯარას, თუ როგორი იყო პლანეტა ეოცენის დროს, როდესაც გამოჩნდნენ თანამედროვე ძუძუმწოვრების უძველესი წარმომადგენლები.
"ახლად აღმოჩენილი — დიეგოაელურუსი და მისი მცირერიცხოვანი მონათესავე სახეობები პირველი კატის მსგავსი არსებები არიან. მათი კვებითი დიეტა, საბჯენი კბილებით წინ და ბასრი კბილებით უკანა მხარეს", — თქვა ეშლი პუსტმა.
მათი ცხოვრების სტილი ძალიან ჰგავდა თანამედროვე კატების მიდრეკილებებს და ქცევებს.
"ამ ნამარხის აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ მსგავსი სახეობები უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე გვეგონა. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ არსებობდა ცხოველების ასეთი ფორმა — აპატაელურუსი, რომელიც ცხოვრობდა აღმოსავლეთ იუტაში. ახლა ჩვენ გვაქვს ეს ახალი აღმოჩენა, რაც აჩენს შესაძლებლობას, რომ ამაზე კიდევ უფრო მეტი გავიგოთ", — ამბობენ მკვლევრები.
არქეოლოგებისთვის ასევე ცნობილია სმილოდონი, იგივე ხმალკბილა ვეფხვი, რომელიც თითქმის ტონას იწონიდა და გამყინვარების პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტაცებელი იყო. თუმცა, ის იმდენად მჭიდროდ არ არის დაკავშირებული თანამედროვე ვეფხვებთან თუ კატებთან, რასაც ვერ ვიტყვით ახლად აღმოჩენილ სახეობაზე. ეს აჩენს მოსაზრებას, რომ კატის მსგავსი ცხოველები ჩრდილოეთ ამერიკასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული.
"ეს ჯგუფები შეხვდნენ თუ არა ოდესმე ერთმანეთს, ან რა დონეზე გადაიკვეთნენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ სან დიეგო გასაოცრად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა კატების და მათი მონათესავე სახეობების ევოლუციის შესასწავლად", — ამბობს ეშლი პუსტი.
რაც შეეხება ნამარხს, ის აღმოაჩინეს პრეისტორიულ სასაფლაოზე, რომელსაც 1980-იან წლებში ადგილობრივი 12 წლის ბიჭი შემთხვევით წააწყდა. მას შემდეგ "ჯეფის აღმოჩენის ადგილი" არქეოლოგებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ლოკაციად იქცა.
დიეგოაელურუსის ყბა, რომელიც აღწერილია ჟურნალში PeerJ, რეკონსტრუირებულია 3D-ში. მისი ნახვა უფასოდ შესაძლებელია მუზეუმის ვებსაიტზე. არქეოლოგების თქმით, ახლად აღმოჩენილი სახეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული თანამედროვე კატების წარმომავლობასთან, კიდევ უფრო მეტის გასაგებად კი შემდგომი კვლევები იქნება საჭირო.
კომენტარები