5 საინტერესო ფაქტი ნოვრუზის შესახებ
ფოტო: SurfIran
მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 300 მილიონი ადამიანი აღნიშნავს ნოვრუზს — ათასწლოვანი ტრადიციის მქონე დღესასწაულს. ბალკანეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მოზეიმეები საგანგებო რიტუალების შესრულებით ხვდებიან ახალ წელიწადს და გაზაფხულს.
როგორც ამბობენ, ნოვრუზი იმის შემახსენებელია, რომ სიბნელე წარმავალია — დღე მალე ღამეს დაჯაბნის, ჰორიზონტზე კი მზე ამოიწვერება და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
1. ნოვრუზი გაზაფხულის ბუნიობასაც აღნიშნავს
ფოტო: Getty Images
ირანში თითქმის 3 000 წელია, ნოვრუზის აღნიშვნა გაზაფხულის ნაბუნიობაზე (20 მარტს) იწყება, რომელიც ასტრონომიული გაზაფხულის დაწყების თარიღადაც მიიჩნევა. ანტიკურ პერიოდში ამ დღესასწაულით ახალი სეზონის შემობრძანებას და ბუნების გაღვიძებას ზეიმობდნენ. ტრადიციული რიტუალები კი, რომლებიც აღნიშვნისას გამოიყენება, ზოროასტრიზმის ხანაში იღებს სათავეს.
2. ნოვრუზი გაეროს მიერ აღიარებული დღესასწაულია
ფოტო: Shutterstock
ნოვრუზი, როგორც მშვიდობისა და სოლიდარობის საზეიმო დღესასწაული, რომელსაც ძირითადად ოჯახებში აღნიშნავენ, გაეროს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულია. ამ დღეს ასევე აღნიშნავენ კულტურულ მრავალფეროვნებას, ადამიანებსა და საზოგადოებებს შორის მეგობრობას და სხვა მნიშვნელოვან ღირებულებებს. აღსანიშნავია, რომ ნოვრუზი UNESCO-ის მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაც არის აღიარებული.
3. დღესასწაულის აღნიშვნა მდიდარია სიმბოლური რიტუალებით
ფოტო: Creative Commons
რადგან ნოვრუზი ახლის საწყისთან ასოცირდება, ამ დღეს მოზეიმეები სახლს "აახლებენ". სადღესასწაულო კერძების მომზადებასთან ერთად, ოჯახის წევრები იძენენ ახალ სამოსს, საცხოვრებელს ყვავილებით რთავენ და სტუმრებს ელოდებიან.
თუმცა, ნოვრუზთან დაკავშირებული რიტუალები ჯერ კიდევ ზამთრის ბოლო ოთხშაბათს იწყება, როცა ჩაჰარშანბე სურის ფესტივალს მართავენ. ეს დღესასწაული ერთგვარად ჭიაკოკონობას მოგაგონებთ. მოზეიმეები თავიანთ უბნებში პატარ-პატარა კოცონებს ანთებენ და მზის ჩასვლის შემდეგ მათ ზემოთ ხტომას იწყებენ. ამ მხიარულებაში უფროსებიც მონაწილეობენ და რიტუალურ ფრაზებს ბავშვებთან ერთად იმეორებენ. შინაარსობრივად ეს ფრაზებიც, უმეტესად, სიბნელისგან გათავისუფლებასა და სინათლისკენ სწრაფვის იდეას უკავშირდება.
4. ჰაფტ-სინის ტრადიცია, ანუ ნოვრუზის მთავარი სიმბოლო
ფოტო: tirgan.ca
ჰაფტ-სინი პირდაპირი მნიშვნელობით "შვიდ სინს" ნიშნავს. სინი სპარსული ანბანის მე-15 ასო-ბგერის, "ს"-ის აღმნიშვნელია, ხოლო ჰაფტ-სინი იმ 7 ნივთის ერთობლიობაა, რომლის სახელიც "ს"-თი იწყება. ესენია:
- საბი — ვაშლი (სილამაზისა და ჯანმრთელობის სიმბოლო)
- სარი — ნიორი (ერთგვარი თილისმა)
- სამანუ — ტკბილი პუდინგი (ბარაქის სიმბოლო)
- საბზე — ჯეჯილის სახით წარმოდგენილი ხორბალი, ქერი ან სხვა მარცვლეული (განახლების სიმბოლო)
- სეკე — უმეტესად ოქროს მონეტა (სიმდიდრის სიმბოლო)
- სენჯედი — ლოტოსის ხის გამომშრალი ნაყოფი (სიყვარულის სიმბოლო)
- სომაღი — თუთუბო (მზის ამოსვლის ფერის სიმბოლო)
ამ ყველაფერთან ერთად, დღესასწაულზე წარმოდგენილია სარკე (ცის სიმბოლო), ოქროს თევზი აკვარიუმში (სიცოცხლის ციკლის სიმბოლო), სანთელი, რომელიც სინათლეს განასახიერებს, შეფერილი კვერცხები, როგორც დედამიწაზე გამრავლების სიმბოლო, ტკბილეული და ჰაფიზის ან რუმის ტექსტების კრებული.
5. სიზდა ბედარის ზეიმი
ფოტო: Getty Images
ნოვრუზის აღნიშვნა მე-13 დღეს, სიზდა ბედარით მთავრდება. ამ დღეს მოზეიმეები გარეთ ატარებენ, რადგან შინ დარჩენა ცუდის ნიშნად მიიჩნევა. სიზდა ბედარს, როგორც წესი, პარკებში ან ღია ბუნებაში აღნიშნავენ და ერთგვარ პიკნიკს აწყობენ. რადგან ეს, უმეტესად, მდინარის მახლობლად ხდება, თან მიაქვთ საბზე, ანუ ჯეჯილი, რომელსაც წყალში მოისვრიან ხოლმე. ეს რიტუალიც, რა თქმა უნდა, ახალ წელს და ოჯახისთვის სიახლის დასაწყისს უკავშირდება.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები