ეს ჩვენი მოვალეობაა — უკრაინელი ექიმები დაჭრილ რუს ჯარისკაცებს ეხმარებიან
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მხოლოდ ჯარისკაცებს არ უწევთ ბრძოლა. არ უნდა დავივიწყოთ ექიმები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში დაჭრილებსა და დაშავებულებს ეხმარებიან.
თავისი პაციენტების შესახებ ერთ-ერთი უკრაინელი ექიმი, სახელად ვიტალი, BuzzFeed-ს ესაუბრა. ვიტალიმ აღნიშნა, რომ ერთ დღესაც კლინიკაში სამი უცნაური ჯარისკაცი გამოჩნდა, რომლებმაც უკრაინულად ერთი სიტყვაც არ იცოდნენ, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცების ფორმები ეცვათ. ვიტალის თქმით, ისინი საბუთების მეშვეობით იდენტობას ვერ ადასტურებდნენ და ამასთანავე, ძალიან შეშინებულები იყვნენ.
საავადმყოფოს პერსონალმა პოლიციასთან ერთად მალევე შეძლო იმის დადასტურება, რომ ეს სამი ჯარისკაცი რუსი იყო და თავს უკრაინელებად აჩვენებდნენ. პარალელურად უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებაც გავრცელდა, რომელიც ამბობდა, რომ ერთ-ერთ წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელების საბრძოლო მანქანები მოიპარეს და მათი ფორმები ჩაიცვეს.
ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ჯარისკაცები რუსები იყვნენ, მაგრამ ვიტალიმ და მისმა კოლეგებმა ოპერაციების ჩატარება მაინც გადაწყვიტეს. ვიტალის თქმით, ოპერაციის განმავლობაში მუდმივად კონფლიქტური აზრები აწუხებდა და სულ იმაზე ფიქრობდა, რომ მტერს გადარჩენაში ეხმარებოდა.
"ვფიქრობდი, რომ მათ უნდა დავხმარებოდი, მაგრამ ოპერაციის დროს თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ არასწორად ვიქცეოდი. ვფიქრობდი, რომ ჩემი ხალხის დახმარების სანაცვლოდ მტრის დასახმარებლად ვკარგავდი დროს", — ამბობს ვიტალი.
მძიმე ჭრილობების გამო უკრაინელმა ექიმებმა ერთი რუსი ჯარისკაცი ვერ გადაარჩინეს. დანარჩენი ორის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ისინი გამოჯანმრთელებამდე საავადმყოფოს პატარა საკანში რჩებიან.
"ექიმები ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, რადგან ეს ჩვენი მოვალეობაა. გამოჯანმრთელების შემდეგ კი რუსებს უკრაინელ ჯარისკაცებში გავცვლით. ამას ვეუბნები საკუთარ თავს, რომ რუსი ჯარისკაცების გადარჩენა უკრაინელების დაბრუნებას შეიწყობს ხელს", — დასძინა ვიტალიმ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები