გაიცანით სხვადასხვა სფეროს პირველი ქართველი ქალი წარმომადგენლები
საქართველოში ქალებმა საკუთარ უფლებებზე, განათლების ხელმისაწვდომობასა და საზოგადოებაში მათი როლის ამაღლებაზე ხმამაღლა ლაპარაკი მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე დაიწყეს. ამის პარალელურად, სულ უფრო მეტად გამოჩნდნენ ქალებიც, რომლებმაც უარი თქვეს მათთვის წინასწარ განსაზღვრულ როლებზე, კაცებით დომინირებულ სფეროებში შეაბიჯეს და არ დატოვეს პროფესია, რომელშიც მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ჩვენ სწორედ სხვადასხვა სფეროს პირველ ქართველ ქალ წარმომადგენლებზე მოგიყვებით.
პირველი ქართველი ქალი არქიტექტორი
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი პირველი ქართველი ქალი აღმოჩნდა, რომელმაც გადაწყვიტა არქიტექტურაში ეცადა ბედი. მან 1929 წელს თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა და ამ სფეროში წარმატებასაც მალევე მიაღწია. დღეს ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანის ნამუშევრები საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა მიმოფანტული. მათ შორისაა, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ვიქტორ დოლიძისა და პეკინის კუთხეში მდებარე აკადემიკოსთა სახლი და სასტუმრო ინტურისტის შენობა გორში.
პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი
ტანმოვარჯიშე მედეა ჯუღელმა ოქროს მედალი ჰელსინკში, 1952 წელს გამართულ ზაფხულის ოლიმპიადაზე მოიპოვა და პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალის სტატუსიც მიიღო. თუმცა, ეს მისი მოღვაწეობის მხოლოდ ერთი პატარა ეპიზოდია – მედეა ჯუღელმა სხვადასხვა შეჯიბრებებში 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ამასთან ერთად, მან ამგვარ პროფესიულ წარმატებას მძიმე ბავშვობისა და ახალგაზრდობის ფონზე მიაღწია. 13 წლისას მას "ტროიკამ" ჯერ მამა დაუხვრიტა, შემდეგ კი გადაუსახლა დედა და წლების მანძილზე მშობლების გარეშე იზრდებოდა.
პირველი ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი ქალი
პირველი ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი ქალი, მედეა ჯუღელის თანამედროვე, ნინო დუმბაძეა. მან რეკორდი ბადროს ტყორცნაში დაამყარა და შვიდჯერ გააუმჯობესა საკუთარი მაჩვენებელი. ოცზე მეტი წლის განმავლობაში მისი რეკორდი მხოლოდ ერთხელ მოხსნეს, თუმცა, ნინო დუმბაძემ შედეგი ისევ გააუმჯობესა და სპორტი რეკორდსმენი ქალის სტატუსითვე დატოვა.
ნინო დუმბაძე, ასევე, ერთ-ერთი პირველი ქართველი მძლეოსანი ქალი და სსრკ-ის ათგზის, ხოლო ევროპის ორგზის ჩემპიონი იყო.
პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი
პირველი მთამსვლელი ქართველი ქალი, რომელმაც კავკასიონის თითქმის ყველა მწვერვალი დაიპყრო, ალექსანდრა ჯაფარიძეა. ის არის, ასევე, პირველი ქალი, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დადგა ფეხი. ალექსანდრა ჯაფარიძე ურთულეს ექსპედიციებში იღებდა მონაწილეობას. ცალკე უნდა გამოიყოს 1940 წელს ჩატარებული ტრავერსი კავკასიონის ურთულეს ნაწილში, რაც მოიცავდა 22 მწვერვალს, რომელთაგან 11 ურთულეს კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ეს იმ დროისთვის ყველაზე დიდი ალპინისტური მიღწევა და ასეთ რთულ ექსპედიციაში ქალის მონაწილეობის პირველი შემთხვევა იყო მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში.
ეს ბიოგრაფიები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ქალების ისტორიებისა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მიკუთვნებული როლების გარდა, მათ წარმატების მიღწევა ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ. თუმცა, ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპებისგან თანამედროვე სამყარო ბოლომდე თავისუფალი მაინც არ არის.
სწორედ ამგვარი წარმოდგენების წინააღმდეგაა მიმართული სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია ნოვას კამპანია – "მე ვარ ქალი და…". ის ქალთა დღეს ეძღვნება და სხვადასხვა ფორმით ცდილობს ქალების სიძლიერის ხაზგასმას და იმის დანახვებას, რომ ქალებს ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ იყვნენ დედები, სპორტსმენები, ჯარისკაცები, მფრინავები, მშენებლები და ნებისმიერი სხვა საქმის პროფესიონალები.
ადევნეთ თვალი ნოვას კამპანიას მის ფეისბუქგვერდზე, გაიგეთ უფრო მეტი მისი წამოწყებების შესახებ და ჩაერთეთ სპეციალურად ქალთა დღისთვის დაგეგმილ გათამაშებებში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები