რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი რეკორდულად, 9,5%-დან 20%-მდე გაზარდა. ბანკის დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

"ეს ხელს შეუწყობს ფინანსურ და ფასების სტაბილურობას და დაიცავს მოქალაქეების დანაზოგებს გაუფასურებისგან", — წერია რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ეკონომიკისთვის გარე პირობები კარდინალურად შეიცვალა. განცხადებაში ასევე წერია, რომ განაკვეთის ზრდა უზრუნველყოფს სადეპოზიტო განაკვეთის გაზრდას, რაც საჭიროა დევალვაციისა და ინფლაციის გაზრდილი რისკების კომპენსაციისთვის.

ორშაბათი დილა რუსული რუბლის 29%-იანი გაუფასურებით დაიწყო, რაც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შედეგია. ამჟამად, მოსკოვის ბირჟაზე ერთი დოლარის ღირებულება 92 დოლარს უტოლდება.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას მოახდენენ. რუსეთის მიმართ დაწესებული ყველა სანქციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში