უკრაინის ეროვნული ბანკი სამხედროების დასახმარებლად სპეციალურ ანგარიშს ხსნის
ფოტო: Unian
უკრაინის ეროვნული ბანკი სამხედროებისთვის სპეციალურ ანგარიშს გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა გადაწყვტილება, რომ გახსნას სპეციალური ანგარიში, რათა მოიძიოს სახსრები უკრაინის სამხედრო ძალების მხარდასაჭერად, რაც დაიცავს ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის შეაიარაღებული თავდასხმებისგან", — ვკითხულობთ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ანგარიში მულტიკულტურული იქნება — დონაციის გაკეთება, უკრაინელების გარდა, შეეძლებათ საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებს უცხოურ ვალუტაში.
ანგარიშის დეტალები:
UA843000010000000047330992708
ამასთან, უკრაინის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფ ბანკებს უკრაინაში მუშაობის ლიცენზია ჩამოერთვათ. გადაწყვეტილება ეხება საერთაშორისო სარეზერვო ბანკს, რომელიც 100%-ით ეკუთვნის რუსეთის სბერბანკს და სააქციო კომერციულ სამრეწველო-საინვესტიციო ბანკს ("პრომინვესტბანკი"), რომელიც 99,77%-ით ეკუთვნის სახელმწიფო განვითარების კორპორაციას, VEB.RF
მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა, პუტინმა თქვა, რომ "მათ დასაცავად" ჯარებს შეიყვანდა და მალევე უკრაინაში ომი დაიწყო. თავად პუტინი და მისი პროპაგანდისტები ამ ომს სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებენ.
კრემლში ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან, რაც ტყუილია— იბომბება დასახლებები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები. რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან შეუტია და ახლა საომარი მოქმედებები ქვეყნის არაერთ რეგიონსა და ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, კიევის ოლქთან. ორივე მხარეს არის დანაკარგები — დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი.
რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ობიექტები, უკრაინა მათ წინააღმდეგობას უწევს. სამხედრო მოქმედებებს თან ახლავს კიბერშეტევები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ჯერ სამხედრო მდგომარეობა, შემდეგ კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თქვა, რომ იარაღს მისცემენ ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა ენდომება. ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა პარტრნიორებს დახმარებისა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ და აღნიშნა, რომ ომი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშია.
ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რუსულ ელიტაზე, ოლიგაქრებზე, მსხვილ ბანკებზე, ავიაკომპანიებზე. უკრაინა უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ
გადახედვა
-
"მკვდარი" არამიწიერი ცივილიზაციის კვალი მზის სისტემაშიც შეიძლება ვეძებოთ — კვლევა "მკვდარი" არამიწიერი ცივილიზაციის კვალი მზის სისტემაშიც შეიძლება ვეძებოთ — კვლევა
გადახედვა
-
თეგეტა კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა თეგეტა კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
-
ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა? ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა?
გადახედვა
-
"ფრენების გაგრძელება ეკონომიკურ აზრს კარგავს" — Azimut-ს, რომელიც რუსეთ-საქართველოს რეისზე დაფრინავს, საწვავის დეფიციტი აქვს "ფრენების გაგრძელება ეკონომიკურ აზრს კარგავს" — Azimut-ს, რომელიც რუსეთ-საქართველოს რეისზე დაფრინავს, საწვავის დეფიციტი აქვს
გადახედვა
-
სანდრო მამუკელაშვილი | გზა, რომელსაც გამარჯვებულები გადიან სანდრო მამუკელაშვილი | გზა, რომელსაც გამარჯვებულები გადიან
-
დუმას ჩეჩენი დეპუტატის ძმას, რომელიც კადროვის გარემოცვიდანაა, ევროპაში უძრავი ქონება და აქტივები აქვს დუმას ჩეჩენი დეპუტატის ძმას, რომელიც კადროვის გარემოცვიდანაა, ევროპაში უძრავი ქონება და აქტივები აქვს
გადახედვა
-
ინგლისური ენის კურსები Levels Academy-ში სამოტივაციო კონკურსი, წლის საუკეთესო მოსწავლეს საჩუქრად — საზაფხოლო სკოლა დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის კურსები Levels Academy-ში სამოტივაციო კონკურსი, წლის საუკეთესო მოსწავლეს საჩუქრად — საზაფხოლო სკოლა დიდ ბრიტანეთში
-
შალვა ნათელაშვილი: მოსკოვი იერთებს ცხინვალის რეგიონს, რაც უდრის ამ მიწის საბოლოო დაკარგვას. შალვა ნათელაშვილი: მოსკოვი იერთებს ცხინვალის რეგიონს, რაც უდრის ამ მიწის საბოლოო დაკარგვას.
გადახედვა
-
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი კიდევ 4 ბრალდებულს გამოუტანეს 4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი კიდევ 4 ბრალდებულს გამოუტანეს
გადახედვა
-
ისრაელმა ირანში Starlink-ის სისტემები შეაპარა — ყოფილი პრემიერ-მინისტრი ისრაელმა ირანში Starlink-ის სისტემები შეაპარა — ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე თანამედროვე ბესტსელერის სახელი კროსვორდი: დაასრულე თანამედროვე ბესტსელერის სახელი
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება იმედი L-ის მომხმარებლისთვის Good Travel-ისგან სპეციალური შეთავაზება იმედი L-ის მომხმარებლისთვის Good Travel-ისგან
-
გიორგი გვარაკიძე: თუკი გიორგი ჩახუნაშვილი აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა, შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი გიორგი გვარაკიძე: თუკი გიორგი ჩახუნაშვილი აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა, შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი
გადახედვა
-
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 12 ბრალდებულს გაუფორმდა საპროცესო — ისინი საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებენ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 12 ბრალდებულს გაუფორმდა საპროცესო — ისინი საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებენ
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად? გამოკითხვა: ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად?
გადახედვა
-
ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი
გადახედვა
-
ხელოვნური ყინულის პირამიდები ინდოეთის მაღალმთიანი სოფლების გადასარჩენად ხელოვნური ყინულის პირამიდები ინდოეთის მაღალმთიანი სოფლების გადასარჩენად
გადახედვა
კომენტარები