რატომ გვინდება მოძრაობა, როცა ვნერვიულობთ
ფოტო: Pinterest
ალბათ დაჰკვირვებიხარ, რომ როცა მნიშვნელოვან ზარს ელოდები ან სტრესულ სიტუაციაში ხარ, ერთ ადგილას ჯდომა ფიზიკურად არ გამოგდის. ოთახში წინ და უკან სიარულს იწყებ, ტელეფონით ლაპარაკისას შეიძლება თავბრუ დაახვიო თანამშრომელს ან ფეხი ათამაშო ნერვიულად და უწყვეტად.
გარედან ეს ამბავი ქაოსურ და უაზრო ქცევას ჰგავს; არადა, ამ დროს შენი სხეული ზუსტად იმას აკეთებს, რისთვისაც ბევრი წლის განმავლობაში ევოლუცია ამზადებდა — გადარჩენას ცდილობს.
საქმე ისაა, რომ ჩვენი ტვინი ჯერ ისე ვერ ასხვავებს რეალურ, ფიზიკურ საფრთხეს თანამედროვე სტრესისგან. დიდად არ აქვს მნიშვნელობა, შენკენ გაავებული ნადირი მოიწევს თუ სამსახურში დაუმსახურებელი შენიშვნა მიიღე, ორივე შემთხვევას ნერვული სისტემა საფრთხედ აღიქვამს.
ფოტო: Pinterest
როგორც კი ეს სიგნალი ირთვება, თირკმელზედა ჯირკვლები სისხლში მომენტალურად უშვებს სტრესის ჰორმონებს — ადრენალინს და კორტიზოლს. შესაბამისად, გული უფრო სწრაფად ფეთქავს, სისხლის მიმოქცევაც ჩქარდება და ორგანიზმიც საბრძოლო რეჟიმში გადადის.
ძველად, როცა ადამიანი, მაგალითად, დათვს გადაეყრებოდა ხოლმე, ზემოხსენებული ჰორმონების დახმარებით (გამო) ან გარბოდა, ან ბრძოლისთვის ემზადებოდა. ორივე შემთხვევაში, იმ ზედმეტ ენერგიას, რომელიც მიიღო, ფიზიკურად ხარჯავდა.
დღეს, როცა ჩვენი ცხოვრების წესი და საჭიროებები შეიცვალა, სტრესორებმაც ფორმა იცვალა. თუ, მაგალითად, საქმის შესრულებას დათქმულ დროში ვერ ასწრებ, არსად გაქცევა და არავისთან ბრძოლა არ გჭირდება. ზიხარ სამუშაო მაგიდასთან, საშუალოდ კომფორტულ სავარძელში და შენს სხეულში (განსაკუთრებით კუნთებში) გამომწყვდეულ ზედმეტ ადრენალინს და ენერგიას დახარჯვის საშუალებას არ აძლევ.
ჰოდა, ოთახში წინ და უკან სიარული, ფეხის უწყვეტი თამაშიც და თითების ტკაცუნი სხვა არაფერია, თუ არა ამ მოზღვავებული ენერგიისგან გათავისუფლების მცდელობა. შენი ორგანიზმი, შენი გაცნობიერებული ნების მიუხედავად, ცდილობს მცირე მოძრაობებით მაინც დახარჯოს ზედმეტი ადრენალინი.
ამიტომ, როცა ნერვიულობისას სიარულს იწყებ, ნუ შეეცდები სხეულის კონტროლს, სავარძელზე მის ძალით დასმას, პირიქით — დაუჯერე და უსმინე. როგორც კი კუნთებში ეს ხელოვნურად გამომუშავებული ენერგია დაიხარჯება, ტვინი მიხვდება, რომ „გაქცევა“ წარმატებით დასრულდა და შფოთვა ბუნებრივად გაქრება.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები